დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ჭკვიანური იქნებოდა, თუ საქართველო ჩაკეტავდა საზღვრებს, არ შეუშვებდა რუს ტურისტებს მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც - ადამ კინზინგერი 25.09.2022 14:03

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ „ჭკვიანი იქნებოდა თუ საქართველო ჩაკეტავდა საზღვრებს, არ შეუშვებდა რუს ტურისტებს მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც“. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

„ჭკვიანური იქნებოდა თუ საქართველო ჩაკეტავდა საზღვრებს და არ შეუშვებდა რუს ტურისტებს, მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც. ომში წასასვლელად საჭირო ასაკის კაცების შესვლა ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან მოკავშირესთან, ძალიან საშიშია. უნდა დავინახოთ, რომ ეს მსხვერპლია, ტურიზმი მნიშვნელოვანია“, - აცხადებს კინზინგერი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები