დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

დიეტოლოგებმა დაასახელეს სანელებლები, რომელიც მადას ამცირებს 25.09.2022 20:13

დიეტოლოგებმა დაასახელეს სანელებლები, რომელიც მადას ამცირებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ნატურალური, სასარგებლო და გემრიელი საკმაზები ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმარება:

დარიჩინი _ ამცირებს ტკბილზე მოთხოვნილებას. ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილურ მდგომარეობაში შენარჩუნებას (სწორედ მისი ცვალებადობა ხდება მადის გაძლიერების მიზეზი) და ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. დაუმატეთ ის ჩაის, ხაჭოს ან იოგურტს, მოაყარეთ ვაშლებს აირღუმელში შეწვამდე. მთავარია, გამოიყენოთ დარიჩინის ჩხირები და არა ფხვნილი, რომელსაც ჩვეულებრივ, შაქრის ფხვნილს ურევენ.

ვანილი _ დაგვეხმარება შოკოლადზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებაში. როგორც კი იგრძნობთ შოკოლადის მირთმევის დაუძლეველ სურვილს, დააყენეთ ვანილიანი ჩაი ან დაანთეთ ვანილიანი არომატული სანთელი. ეს დამატებით, კარგ განწყობასაც შეგიქმნით. თუკი ვანილის ფხვნილის ნაცვლად გამოიყენებთ ვანილის ჩხირებს, ადვილი შესაძლებელია დოზირების გადაამეტე!

წიწაკა ჩილი _ მიუხედავად გავრცელებული აზრისა, სადილში დამატებული ამ ცხარე წითელი წიწაკის ერთი მწიკვი არათუ აძლიერებს მადას, არამედ ხელს უწყობს სწრაფად დანაყრებას (ოღონდ საკვები კარგად უნდა დაიღეჭოს). პლუსი _ ამ წიწაკის შემადგენლობაში არსებული კაფსაიცინი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

პიტნა _ შიმშილის გრძნობის ადვილად გადასატანად საჭიროა საფუძვლიანად გაიწმინდოთ კბილები პიტნის შემცველი ნებისმიერი კბილის პასტით. რაც შეეხება პიტნის ჩაის, უმჯობესია, ფრთხილად იყოთ _ პიტნის სუნი ამშვიდებს, მაგრამ მისი ნაყენი, პირიქით, მხოლოდ აძლიერებს მადას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ