დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"იმის შესახებ ლაპარაკი, რომ ოპოზიცია გასაცოდავებულია, ბიძინა ივანიშვილს აწყობს" - პაატა მანჯგალაძე 25.09.2022 20:17

"იმის შესახებ ლაპარაკი, რომ ოპოზიცია გასაცოდავებულია, ბიძინა ივანიშვილს აწყობს. რა თქმა უნდა, ოპოზიციას ბევრი აქვს საკრიტიკო, მაგრამ ქვეყანაში არაფერი ხდება, იყოს ბიძინა და იყოს „კარგად“ საქართველო," - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე კულტურის მინისტრის თეა წულიკიანის განცხადებას, სადც წულუკიანმა  ოპოზიციის დღევანდელ შემედგენლობას განულებული უწოდა და თქვა, რომ მათ არც კოორდინაცია აქვთ და აღარც არგუმენტები.

მანჯგალაძის თქმით, ამ სტერეოტიპს, ასეთ უიმედობას, რასაც "ქართული ოცნება" საზოგადოებაში ნერგავს, ოპოზიციის აქტიური ქმედებითა პასუხი უნდა გაეცეს. 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ ლიდერები საზოგადოებაში უიმედობას თესავენ, რომ ქვეყანაში ცუდი სიტუაცია კი არის, მაგრამ ისინი მაინც შეუცვლელები არიან.

„ჩემთვის გასაგებია ქალბატონი წულუკიანის, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების პოზიცია. ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, გაყალბებული არჩევების პირობებშიც კი, მილიონ ასი ათასი იყო. „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 800 ათასი ხმის მიღება შეძლო. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, რომ მილიონზე მეტი ხმა მიეღოს ოპოზიციას და ხელისუფლება არ შეცვლილიყოს. არ იცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ მავნებლური კანონმდებლობა გვაქვს. საქართველოში არჩევნების გაყალბების პროცენტი მინიმუმ 10%-დან 15%-ს შორის მერყეობს. „ქართული ოცნება“ დღეს რომ ხელისუფლებაშია, ვითომ რომ არჩევნები ჩაატარეს, 48%-ს მიიღეს, მათი შედეგებიც კი მათ საწინააღმდეგოა.

იმის შესახებ ლაპარაკი, რომ ოპოზიცია გასაცოდავებულია, ბიძინა ივანიშვილს აწყობს. რა თქმა უნდა, ოპოზიციას ბევრი აქვს საკრიტიკო, მაგრამ ქვეყანაში არაფერი ხდება, ამაზე საუბარი მგონი არასწორია იმიტომ, რომ ეს აწყობს ბიძინას, ის არის უალტერნატივო, სხვა ყველა ცუდია, ყველა გაპარტახებულია, იყოს ბიძინა და იყოს „კარგად“ საქართველო, ეს რეალობა იქნება. ამიტომ, ამას შთააგონებენ ყოველდღე ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერები, კი არის ცუდი „ქართული ოცნება“, კი არის ცუდი სიღარიბე, კი არ არის სამუშაო ადგილები, კი გარბიხართ მექსიკაში, მაგრამ ჩვენი შემცვლელიც არავინ არის და ისე იყოს, როგორც არის. ამ სტერეოტიპს, ასეთ უიმედობას ნერგავენ საზოგადოებაში და ამას უნდა ვუპასუხოთ ყველამ აქტიური ქმედებითა და თავდადებით“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ