უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გიბრალტართან გასვლით შეხვედრაში 2-1 გაიმარჯვა და ერთა ლიგის C ჯგუფის გამარჯვებული გახდა.
მატჩის მე-19 წუთზე თავისივე გამომუშავებული 11-მეტრიანი დარტყმით ანგარიშ ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, ხოლო მეორე გოლი 48-ე წუთზე გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.
საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ნახევარფინალური მატჩის საკუთარ მოედანზე ჩატარების უპირატესობაც მოიპოვა. ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე საბერძნეთი ან ყაზახეთი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ნაკრებს 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ეროვნული გუნდი ერთა ლიგის მომავალ გათამაშებას უკვე B დივიზიონში ჩაატარებს.
ავტორ(ებ)ი :