დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„ტრანსფერმარკტმა“ ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება 35 მილიონამდე გაზარდა 27.09.2022 16:25

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო თანხა „ტრანსფერმარკტმა“ მნიშვნელოვნად გაზარდა და საქართველოსთვის რეკორდულ მაჩვენებელს, 35 მილიონ ევროს მიაღწია – ასეთია გერმანული სამენეჯერო სააგენტოს განახლებული შეფასება.

 

„ნაპოლიში“ გადასვლისას 21 წლის ქართველი თავდამსხმელის ფასი 15 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 35 მილიონი გახდა. მსგავსი შეფასება ქართული ფეხბურთის ისტორიაში არც ერთ მოთამაშეს არ ჰქონია.

 

შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ მკვეთრად გაზარდა „ვალენსიას“ და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ღირებულებაც – ათი მილიონიდან 20 მილიონამდე. მაშინ მამარდაშვილი ქართველ ფეხბურთელებში პირველ ადგილზე დაწინაურდა და ხვიჩა კვარაცხელიასაც კი გადაასწრო.

 

ახლა პირველი ისევ კვარაცხელიაა, ხოლო საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა ხუთეული ასე გამოიყურება:

ხვიჩა კვარაცხელია, ნაპოლი 35,00 მილიონი ევრო

გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია 20,00

საბა ლობჟანიძე, ჰატაისპორი 4,30

დათა ხოჭოლავა, კოპენჰაგენი 3,0

გიორგი მიქაუტაძე, მეცი 2,0

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ