დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"საქართველო კატეგორიულად გმობს და მისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული რეფერენდუმები" -სალომე ზურაბიშვილი 27.09.2022 23:44

საქართველო კატეგორიულად გმობს და მისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული რეფერენდუმები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს ცინიკურად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და უკრაინელი ხალხის ნებას, რომელიც გმირულ ბრძოლას აგრძელებს.

 

„ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას – დღეს, როდესაც სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა, ეს სიტყვები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან ამას ამბობს ერი, რომელმაც იცის რა არის ოკუპაციის ტკივილი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ