დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

რისთვის ჩავიდა ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო აფხაზეთში და რა ჩანაფიქრი აქვს პუტინს?! 29.09.2022 16:32

სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტს ეხმაურება:

 

"რისთვის ჩავიდა ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო აფხაზეთში და რა ჩანაფიქრი აქვს პუტინს ?!

 

საქართველოს ხელისუფლებამ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში ყოველმხრივ დაგმო , მაგრამ ეს ვიზიტი სხვა პროგნოზების გაკეთების საფუძველს იძლევა!

 

მიუხედავად პუტინის თხოვნისა ალექსანდრე ლუკაშენკოს არასდროს არ უღიარებია აფხაზეთი. ამჟამინდელი ვიზიტისას, აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელი ასლან ბჟანია ბევრჯერ ეცადა აღიარების საკითხი წამოეწია, მაგრამ ლუკაშენკომ ამას თავი აარიდა. ბელორუსის პრეზიდენტმა  აღნიშნა რომ „მხარს ვუჭერთ აფხაზეთს და ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ რომ საქართველოსთან ერთად მშვიდობიანი გარემო შევქმნათ, ვაჭრობის და ეკონომიკის განვითარება ყველაფერს დაალაგებს“!

 

ლუკაშენკოს მსგავსი განცხადება, სახვა მიზანზე გვაფიქრებინებს.

 

სავარაუდოდ პუტინს უნდოდა, განაწყენებული აფხაზების მიმართ ყურადღების გამოჩენა. ლუკაშენკო აფხაზებს დაარწმუნებდა იმაში , რომ მობილიზაცია მათ არ შეეხებათ და რუსეთი მათ არ მიატოვებს. 

 

ასევე იკვეთება  ლუკაშენკოს გარკვეული მცდელობა, აფხაზების საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის დალაგებისა. პუტინს ესმის, რომ საქართველოს ლოიალობა რუსეთის მიმართ უსაზღვრო ვერ იქნებ და ტერიტორიული პრობლემების მოგვარების მხრივ ნაბიჯები თუ არ გადმოდგა, რუსეთს სამხრეთ კორიდორიც მალე ჩაეკეტება. ასეთივე ბედი ელის ბელორუსსაც!

 

ცოტა ხანში გამოიკვეთება, რა არის პუტინისა და ლუკაშენკოს რეალური ჩანაფიქრი!" - წერს ლევან მამალაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ