დღე: 18

ღამე: 9

USD 2.6797

EUR 2.8777

"ხალხის ძალა" უახლოეს მომავალში მედია და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფილ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება" - ზაალ ანჯაფარიძე 04.10.2022 22:42

"დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება იმის პროგნოზს, რომ "ხალხის ძალა" უახლოეს მომავალში მედია და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფილ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება,"- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

 

ასე ეხმაურება ანალიტიკოსი მოძრაობა "ხალხის ძალის" გაფართოებას. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პარტიის მთავარი სეგმენტი ანტილიბერალური საზოგადოება იქნება. ეს სეგმენტი კი ბოლო 10 წელია მნიშვნელოვან როლს თამაშობს არჩევნების შედეგებში.

 

"მთავარი რესურსი იქნება ჩვენი საზოგადოების ორთოდოქსულ-კონსერვატიული და მოდით პირდაპირ ვთქვათ, ანტილიბერალური სეგმენტი. მოსწონს ეს თუ არა ვინმეს შინ თუ გარეთ, სწორედ ასეთი ამომრჩეველი, როგორც არ უნდა უწევდეს ანგარიშს კონიუნქტურას, წყვეტდა არჩევნების შედეგს ბოლო 10 წელი.

 

ეს მოცემულობა კი კარგა ხანს შენარჩუნდება ვიდრე იქითა ფლანგზე არიან ფსევდოლიბერალები ან უფრო უარესი, ჩვეულებრივი ლიბერალ ფაშისტები, რომლებიც უკვე მიუღებლები გახდნენ თავად ლიბერალური სოციუმისთვისაც კი. დარჩენილი ე.წ. "შუაშისტების" ერთი ნაწილი მაინც "ოცნებას" მისცემს ხმას ან ე.წ. ზომიერ ოპოზიციას.

 

აი რადიკალური ნაცამომრჩეველი რას იზამს, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რას იზამს მიშა, ენმ და მათი სატელიტები,"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

"ქართული ოცნებიდან" წასულ ოთხ დეპუტატს, " ხუთი პარლამენტარი ემატება: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, ირაკლი (დაჩი) ბერაია და ზაალ მიქელაძე. 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ