დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„ქართულ ოცნებას“ არ მოსწონს ომბუდსმენობის კანდიდატები, რომლებიც რეალურად არიან დამოუკიდებელნი" 26.10.2022 12:01

აშკარაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მოსწონს ომბუდსმენობის ის კანდიდატები, რომლებიც რეალურად არიან დამოუკიდებელნი, პროფესიონალები და მიუკერძოებლები, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომელიც პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენის საკითხს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პირდაპირ ამბობს, რომ კანდიდატი, რომელიც პროფესიონალია და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი აქვს, მათთვის არის მიუღებელი.

 

„გუშინ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ცდილობდა ამ კანდიდატებისთვის პოლიტიკური კუთვნილების მიკერებას. თითქოს, სხვა საქმე არ ჰქონდათ, დასხდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები და 19-ვე კანდიდატის ფეისბუქ სტატუსები წაიკითხეს, გუშინ ადამიანებს ეკითხებოდნენ „ფეისბუქზე“ ბოლო ხუთ წელში გამოქვეყნებულ სტატუსებზე, ამაზე სთხოვდნენ ახსნა-განმარტებებს და ერთგვარი სასამართლო მოუწყეს ამ გამოხატვის თავისუფლების გამო.


„ქართული ოცნება“ პირდაპირ გვეუბნება, რომ კანდიდატი, რომელიც პროფესიონალია და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი აქვს, მათთვის არის მიუღებელი და სჭირდებათ კანდიდატი, რომელიც თეთრზე იტყვის შავს და შავზე თეთრს. ამ რწმენას მიმყარებს კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ კონსენსუსი ალბათ, ვერ შედგება და სახალხო დამცველის მოვალეობას მისი მოადგილე შეასრულებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ