დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

საინტერესო ფაქტები, რომლებიც აქამდე არ იცოდით 30.10.2022 11:19

ლეონარდო და ვინჩის შეეძლო ერთდროულად ერთი ხელით ეწერა, მეორეთი კი დაეხატა;

გინესის რეკორდების წიგნი თავად ფლობს რეკორდს როგორც წიგნი, რომელსაც ბიბლიოთეკებიდან ყველაზე ხშირად იპარავენ;

ჟირაფის ენა დაახლოებით 54 სმ სიგრძისაა;

მამაკაცებისთვის 6-ჯერ მეტია მეხის დაცემის საფრთხე, ვიდრე ქალებისთვის;

თქვენ 1%-ით დაბალი ხართ საღამოს დილასთან შედარებით;

დედამიწის მოსახლეობის 2/3-ს თოვლი არასდროს უნახავს;

ცოცხლად გაყინული კიბორჩხალა გადნობის შემდეგ შესაძლოა გაცოცხლდეს;

დონალდ დაკის კომიქსები ფინეთში აკრძალული იყო იმის გამო, რომ მას შარვალი არ ეცვა;

ფრანგული 600-ზე მეტი წლის განმავლობაში ინგლისის სახელმწიფო ენა იყო;

ადამიანის თვალი დაბადების შემდეგ არ იზრდება, ცხვირი და ყურები კი ზრდას განაგრძობენ;

კოკა-კოლას ბუნებრივი ფერი მწვანეა;

ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით მეტი მიტოვებული სახლია, ვიდრე უსახლკარო ადამიანი;

ერთი ამერიკელი საშუალოდ წელიწადში 600 ბოთლ გაზიან სასმელს სვამს;

ცემინების შეკავებამ შესაძლოა გამოიწვიოს ვენის გასკდომა და სიკვდილი;

საშუალოდ ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში იმდენს დადის დედამიწას სამჯერ შემოუვლიდა;

მედუზა 95% წყალია;

YouTube-ის ყველა ვიდეოს სანახავად 1000 წელია საჭირო;

ენა სხეულის ყველაზე ძლიერი კუნთია;

რუსეთში 2011 წლამდე ლუდი ალკოჰოლად არ ითვლებოდა;

ჩვენს კანში გაცილებით მეტი ცოცხალი ორგანიზმი ცხოვრობს ვიდრე ადამიანი დედამიწაზე;

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ