დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

როგორ დავფაროთ ზედმეტი კილოგრამები სწორად! 8 რჩევა ჯორჯო არმანისგან 30.10.2022 15:49

თუ აქამდე ვერ მოასწარით დიეტის დაცვა ან სპორტ-დარბაზში ჩაწერა, მოგიწევთ, მიმართოთ ეშმაკობას. ყველაზე მარტივი კი - სწორად შერჩეული ტანსაცმელია, რომელიც ხაზს გაუსვამს ღირსებას და დაფარავს ნაკლს.

გთავაზობთ ცნობილი იტალიელი დიზაინერის, ჯორჯო არმანის რჩევებს:


გამოსცადეთ საკუთარ თავზე ვერტიკალური ხაზების წარმოუდგენელი ზემოქმედება. გრძელი კაბა, მსუბუქი, გახსნილი ლაბადა, ღილები - ერთ მწკრივად - აი, რა ხდის სილუეტს უფრო მაღალს და მოხდენილს.

მიაქციეთ სათანადო ყურადღება ბიუსტჰალტერს. მას ფართო ბრეტელები უნდა ჰქონდეს და კარგად იჭერდეს ნებისმიერი ზომის მკერდს. მკერდი მუცელზე არ უნდა წვებოდეს - ეს მთავარი წესია!

გამოიყენეთ მკვეთრი აქცენტი ერთი ტონის სამოსში. ეს შეიძლება იყოს ტოპი, შარფი, ქვედაბოლო ან ქურთუკი. აქცენტების სწორი გადანაწილება - საუკეთესო საშუალებაა, დაჩრდილოთ სხეულის ის ნაწილი, რომლითაც უკმაყოფილო ხართ.

დარწმუნდით, რომ ღილები მუცლის ყველაზე გამობურცულ ნაწილზე მდებარეობს. სხვაგვარად, მუცელი ტანსაცმლის "ბორტებს" ასწევს და კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.

ერიდეთ მსუბუქ ქსოვილებს, რომლებიც შესამჩნევად გამოკვეთავს ნებისმიერ ფორმებს. მიაქციეთ ყურადღება მყარ ქსოვილებს, რომლებიც სხეულს კორსეტის მსგავსად დააფორმირებს.

სხეულის იერსახეზე შერჩეული ჩანთის ზომაც კი მოქმედებს. რაც უფრო დიდია ჩანთა, მით უფრო მოხდენილი გამოჩნდებით.

ბრჭყვიალა ქსოვილი არა მხოლოდ იპყრობს ყურადღებას, არამედ გამოკვეთავს სხეულზე ყველა ცხიმის ნადებს. ამიტომ უმჯობესია, ერიდოთ მას.

ასიმეტრიული თარგის სამოსი დაფარავს გამობურცულ მუცელს და მომგებიანად გამოკვეთავს ფეხის სიგრძეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ