დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

საინტერესო ფაქტები, რომელთაც ისტორიის წიგნებში ვერ შეხვდებით 06.11.2022 10:53

ზოგს ჰგონია, რომ ისტორია კვლევისთვის მოსაწყენი სფეროა, თუმცა, წარსულში ქექვისას, შესაძლოა, ბევრ საინტერესო, უცნაურ, შემზარავ, ან, თუნდაც, კურიოზულ ფაქტს წააწყდეთ. ცხადია, ისტორია ზუსტი მეცნიერება არ არის, ამიტომ "ისტორიული ფაქტიც" კი ხშირ შემთხვევაში ოქსიმორონად ჟღერს, თუმცა, ეს სულაც არ გვიშლის ხელს, დედამიწაზე ერთხანს მომხდარ მოვლენებსა და მცხოვრებ ადამიანებზე ვიკვლიოთ და, შედეგად, საინტერესო მიგნებებიც მივიღოთ.

სწორედ ასეთი საინტერესო მიგნებებს წარმოგიდგენთ ამ სტატიაში.

1825 წელს რუსეთის იმპერიამ საქართველოში სპეციალური ექსპედიცია მოავლინა, რათა ხმლის ჭედვა შეესწავლათ

1825 წელს რუსეთის იმპერიამ საქართველოში სპეციალური ექსპედიცია მოავლინა, რათა ხმლის ჭედვა შეესწავლათ. 1825 წელს კი, თბილისის მთავარმა პოლიცმეისტერმა ქართული ხმლის ჭედვის იმდროინდელი გამოცდილი სპეციალისტები ძმები ელიზარაშვილები დაიბარა და ტექნოლოგიის რუსებისთვის გადაცემა მოსთხოვა. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი გაციმბირებით დაემუქრა. რა გაეწყობოდა, ელიზარაშვილებმა ოჯახური საიდუმლოებები მეფის კარს გაანდეს, რომელიც შემდეგ მსოფლიოში ცნობილ ზლატოუსტის ქარხანაში დაინერგა.
საქართველოდანაა გატანილი კაზაკების ხმლების ტრიალი და ცხენზე ჯირითიც.
ეს ცნობა შეგვიძლია შევაჯეროთ რუსულ საისტორიო წყაროებს და „შაშკების“ ვიზუალურ იერსახეს:
ინტერნეტში ვიგებთ, რომ „ქალაქი ზლატოუსტი ურალში დაარსებულია 1754 წელს (ქალაქის სახელწოდება მოდის იოანე ოქროპირის - რუსულად „ზლატოუსტ“ - სახელიდან). 1815 წელს ზლატოუსტში აშენდა იარაღის ფაბრიკა (აწარმოებდა ცივ იარაღს - პირველი ოსტატები იყვნენ მეიარაღეები გერმანულ ქალაქ ზოლინგენიდან).
ზლატოუსტის საიტზე კი აღნიშნულია, რომ „დღიდან თავისი დაარსებისა, ზლატოუსტი იყო ცივი იარაღის მწარმოებელი, რომელიც ამარაგებდა მთელი რუსეთის იმპერიის არმიას და, განსაკუთრებით, კაზაკებს. 1881 წელს გამოშვებულ ხმლებს - „შაშკებს“ ჰქონდა ექვსი ძირითადი მოდიფიკაცია: სამი ჯარისკაცის „შაშკა“ - დრაგუნთა, კაზაკთა და საარტილერიო, ორი - ოფიცერთა და ერთიც - კომბინირებული“.
არადა რუსული "შაშკა" ზუსტი ასლია ქართული "ჭოლაურის". ასე ერქვა ცხენოსნის უვადაჯვრო ხმალს დასავლეთში. ცხენდაცხენ ჩეხვისათვის მისი ტარი ძალიან მოსახერხებელი იყო. სწორედ ეს ნიუანსი იყო კაზაკებისათვის მნიშვნელოვანი.
დღეს კი ვერსად ვერ იპოვით ხსენებას ელიზარაშვილების ღვაწლსა თუ იარაღის ქართულ წარმომავლობაზე...

1. ისტორიკოსების ცნობით, ალექსანდრე დიდი ცოცხლად დამარხეს

ალექსანდრე დიდმა ისტორიული სახელი 25 წლის ასაკში ანტიკური სამყაროს უდიდესი იმპერიის შექმნით მოიხვეჭა. ისტორიკოსების ცნობით, მხედართმთავარი ძველი წელთაღრიცხვით 323 წელს შეეწირა იშვიათ დაავადებას, რომელმაც ის ექვსი დღის განმავლობაში პროგრესირებადი პარალიზებით მოიცვა.

ავტოიმუნურმა დაავადებამ 32 წლის ალექსანდრეს კუნთები ისე გაუშეშა, რომ ექიმებმა ალბათ აღარც კი შეამოწმეს, სუნთქავდა თუ არა ის. ძველბერძნული ჩანაწერების მიხედვით, ლეგენდარული მხედართმთავრის სხეულს გარდაცვალების შემდეგ ხრწნა არ დაუწყია, რაც მაშინ ალექსანდრეს "ღმერთკაცობას" მიაწერეს, თუმცა დღევანდელი მეცნიერების ვარაუდით, ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ დასაკრძალავად მომზადებული სხეული ჯერ არ მომკვდარიყო.

2. კლეოპატრამ თავის ორ ძმაზე იქორწინა

ძველი ეგვიპტის დედოფალმა, კლეოპატრამ, თავის ძმასა და თანამმართველზე — პტოლემე XIII-ზე იქორწინა, ძველი წელთაღრიცხვით, დაახლოებით, 51 წელს, როცა ის მხოლოდ 18 წლის იყო, პტოლემე კი — 10-ის.

ოთხი წლის შემდეგ, როცა ბრძოლიდან გაქცევის მცდელობისას პტოლემე დაიხრჩო, კლეოპატრა მეორე უმცროს ძმაზე, 12 წლის პტოლემე XIV-ზე დაქორწინდა.

3. ყველაზე ხანგრძლივი წელიწადი

ძველი წელთაღრიცხვით 46 წელი ყველაზე ხანგრძლივი წელიწადი იყო, რომელიც 445 დღეს გაგრძელდა. წელიწადმა იულიუს კეისრის ბრძანებით დამატებით ორივე თვე მოიცვა. რომის იმპერატორის ბრძანება მიზნად ახლადშემუშავებული იულიუსის კალენდრის წელიწადის სეზონთან გასწორებას ისახავდა.

4. რომის იმპერატორმა სენატორად ერთხელ საკუთარი ცხენი დანიშნა

გაიუს იულიუს კეისარ გერმანიკუსი, იგივე კალიგულა, სულ რაღაც 24 წლის იყო, როცა ახალი წელთაღრიცხვით 37 წელს რომის იმპერატორი გახდა. იგი ისტორიას იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ მმართველად შემორჩა.

კალიგულას, რომლის სახელიც "პატარა ჩექმებს" ნიშნავს, მკრეხელობას, ინცესტს, შეკვეთილ მკვლელობებს, ადამიანების წამებასა და დაყაჩაღებას მიაწერენ.

თუმცა, ამ საშინელებებთან ერთად, იმპერატორის მმართველობა ბევრი წარმოუდგენელი და სასაცილო ამბით გამოირჩევა. მაგალითად, ერთხელ მან თავისი საყვარელი ცხენი სენატორადაც კი აირჩია.

5. ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების იმპერიაზე ძველია

1096 წელს დაფუძნებული ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების ცივილიზაციაზე 200 წლით, მაჩუ-პიქჩუზე 300 წლით ადრე და აღდგომის კუნძულების თავების ქანდაკებებზე 150 წლით უფრო ძველია.

არსებობის განმავლობაში სასწავლებელში არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო განათლება, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს 28 პრემიერმინისტრმაც.

6. რომის პაპმა მრევლს ერთხელ შავი კატების დახოცვისკენ მოუწოდა

ნავარაუდევია, რომ კატები ევროპაში რომაელებმა შემოიყვანეს ეგვიპტიდან და მას შემდეგ კონტინენტის ბინადრებთან ერთად მშვიდად თანაცხოვრობენ.

თუმცა, ყველაფერი შეიცვალა 1230-იან წლებში, როცა რომის კათოლიკე ეკლესიის მაშინდელმა პაპმა, გრეგორი IX-მ ახალი ბულა, სახელად Vox in Rama ("ხმა რამაში") გამოსცა.

ედიქტმა კატები ეშმაკის იარაღად გამოაცხადა და მრევლს მოუწოდა, ევროპაში ცხოველები გაეჟლიტათ. პაპის ბრძანებით დახოცვას ყველაზე მეტი შავი კატა შეეწირა, რადგან ისინი სატანურ სიმბოლოებად აღიქმებოდნენ.

მდიდარ ევროპელებში 500 წლის წინ კანიბალიზმი მიღებული იყო

ასეულობით წლის განმავლობაში, მე-17 საუკუნემდე, ევროპული ელიტა, მათ შორის სამეფო ოჯახის წევრები და მეცნიერები, რეგულარულად მიირთმევდა ადამიანის სხეულის ნაწილებს.

ამ შემზარავი პრაქტიკის მიღმა გავრცელებული ჭორი იმალებოდა, თითქოს ადამიანის გვამს დაავადებების განკურნება შეეძლო.

ამის გამო, საფლავის მთხრელები სასაფლაოებზე ხშირად ეძებდნენ საკბილოს. მათ არც ეგვიპტის აკლდამებიდან მორიდებიათ მუმიფიცირებული გვამების წაღება.

9. ბაირონს სტუდენტობისას შინაურ ცხოველად დათვი ჰყავდა

უცნაურ ინგლისელ პოეტს, ლორდ ბაირონს, 1800-იან წლებში კემბრიჯის სამების კოლეჯში სწავლისას დათვი ჰყავდა.

წყაროების ცნობით, რომანტიკოსმა პოეტმა დათვი ერთ-ერთ ფესტივალზე იყიდა, რადგან მაშინ კოლეჯში სტუდენტებს შინაურ ცხოველად ძაღლის ყოლა ეკრძალებოდათ

პომიდვრის კეჩუპი ერთხანს წამლად იყიდებოდა

1830-იან წლებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პამიდვრის კეჩუპი, დიარეით დაწყებული, ინდიგესტიითა და სიყვითლით დამთავრებული, ყველაფერს კურნავდა.

ინფორმაციის წყარო ექიმი ჯონ ქუკ ბენეტი იყო, რომელმაც მოგვიანებით თავადვე დაიწყო პამიდვრის ტაბლეტების გამოშვება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ