დღე: 29

ღამე: 13

USD 2.676

EUR 2.8713

თუ გახდომა გვინდა, რა დროს არის საკვების მიღება უმჯობესი 06.11.2022 13:30

გვიან პერიოდში საკვების მიღება იწვევს შიმშილის გრძნობის გაძლიერებას.

 

მეცნიერებმა ჭარბი წონის მქონე 16 მოხალისეს მონაწილეობით ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ შესთავაზეს შეეჭამათ ერთიდაიგივე კერძი. მონაწილეები დაჰყვეს ჯგუფებად. ერთი ჯგუფი ჭამდა დღის დასაწყისში, მეორე 4 საათის შემდეგ.

პირველი ჯგუფის მოხალისეები ჭამდნენ 09:00, 13:00 და 17:00 საათზე, ხოლო მეორე ჯგუფის 13:00, 17:00 და 22:00 სთ-ზე. ამას გარდა, მონაწილეები ინიშნავდნენ როდის გრძნობდნენ შიმშილს.

მათი მდგომარეობის ობიექტური კონტრილისათვის იღებდნენ სისხლის ანალიზს, ცხიმოვანი ქსოვილის ნიმუშს, უზომავდნენ სხეულის ტემპერატურას და ენერგიის ხარჯვას. აღმოჩნდა, რომ საკვების უფრო გვინი მიღება 2-ჯერ ზრდიდა შიმშილის ალბათობას, სიმაძღრეზე პასუხისმგებელი ჰორმონის ლეპტინის დაქვეითების გამო.

ამასთან სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ მეორე ჯგუფის მონაწილეებს უფრო გამოხატული ჰქონდათ ცხიმოვანი ქსოვილის ზრდა და კალორიების ნელა წვა.

ამგვარად შიმშილის გრძნობასთან საბრძოლველად აუცილებელია დღის უფრო ადრეულ პერიოდში საკვების მიღება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ