დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოს ნაკრები სამოასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა 12.11.2022 20:19

ნოემბრის ტესტების მეორე მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, „დინამო არენაზე“ სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართა. დაძაბულ შეხვედრაში ქართველი მორაგბეები მინიმალური ანგარიშით 19:20 დამარცხდნენ.

პირველ ტაიმში სამოელთა გარდასახულ ლელოს და ერთ საჯარიმოს, ჩვენებმა 2 ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი სამოამ 10:6 მოიგო.

50-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი შეტევა განახორციელა რომელიც ტაბუცაძის ლელოთი დასრულდა, სამწუხაროდ აბჟანადაძემ ვერ გარდასახა – 11:13. 67-ე წუთზე „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ერთი ლელო გაიტანეს – შეცვლაზე შესულმა ალექსანდრე ქუნთელიამ თავისი სადებიუტო ლელო მიითვალა და საქართველო 16:13 დააწინაურა.

75-ე წუთზე ქართველებს, სამწუხაროდ, სამოაელთა შეტევა გაეპარათ და მანუმ გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა – 19:20.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ