დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის საფრთხე - ხვიჩას თამაში საეჭვოა - Repubblica 12.11.2022 20:42

ხვიჩა კვარაცხელიას თამაში "უდინეზეს" წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Repubblica ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ წელის ტკივილის გამო მკურნალობის პერიოდში ხვიჩა კორტიზონის ნემსებს იყენებდა, რაც, შესაძლოა, დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის მიზეზი გახდეს.

ახალი ანტიდოპინგური რეგულაციის მიხედვით, რომელიც 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, კორტიზონის ნემსები გარკვეული რაოდენობით აკრძალულ ნივთიერებას შეიცავს.

შეგახსენებთ, ხვიჩამ "ნაპოლის" ბოლო 2 მატჩი, "ატალანტასთან" და "ემპოლისთან", გამოტოვა, მისი აგენტის, მამუკა ჯუღელის თქმით, არსებობს ალბათობა, რომ "კვარა" უდინეზესთან" მოედანზე გავიდეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ