დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ისტორიული გამარჯვება - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 6 ერის გუნდი დაამარცხა 19.11.2022 19:05

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კარდიფში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.  

ქართველებმა 6 ერის წევრი გუნდი ისტორიაში პირველად დაამარცხეს. 

შეხვედრის პირველი ნახევარი უელსელების გამარჯვებით 12:3 დასრულდა. მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბემ სანდრო თოდუამ შეხვედრის 59-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხა.  

გადამწყვეტი ჯარიმა 77-ე წუთზე ლუკა მატკავა გარდასახა და საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუტანა - 12:13. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ