დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ეტლით მოფარიკავეებმა მსოფლიო თასზე გუნდურში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს 20.11.2022 20:20

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრებმა უნგრეთის მსოფლიო თასზე გამოსვლა წარმატებით დაასრულეს. მათ რაპირით ასპარეზობაში გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილი დაიკავეს.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩვენმა გოგონებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და ირმა ზადიშვილმა იტალიის გუნდს ანგარიშით 45:32 მოუგეს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ნახევარფინალში უნგრელი ევა ჰაიმასი 15 :11 დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ ევგენია ბრეუსს 15:14 სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ