დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ლაგოდეხში ავარიის დროს ოჯახის ორი წევრი დაიღუპა 27.11.2022 11:18

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - გარდაცვლილები სიძე და ცოლისძმა არიან.

შემთხვევა წუხელ, სოფელ ვარდისუბანთან მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი სავარაუდოდ, სველ გზაზე მოცურდა და ხეს შეეჯახა.

ავტომობილში მყოფი, 28 და 35 წლის ასაკის მამაკაცები ადგილზე დაიღუპნენ.

გარდაცვლილები, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანიდან არიან.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ