დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ალფრედ ნობელის შესახებ 27.11.2022 15:37

 ნობელის პრემია გაიცემა ძირითადად მშვიდობის დარგში და ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია და ა.შ).
ნობელი, მეჩვიდმეტე საუკუნის მეცნიერის ოლოს რადბეკის (1603—1708) შთამომავალი, იყო იმანუელ ნობელის (1801—1872) მესამე ვაჟი, დაბადებული სტოკჰოლმში 1833 წლის 21 ოქტომბერს. 1842 წელს იგი ოჯახთან ერთად სანქტნობელი, მეჩვიდმეტე საუკუნის მეცნიერის ოლოს რადბეკის (1603—1708) შთამომავალი, იყო იმანუელ ნობელის (1801—1872) მესამე ვაჟი, დაბადებული სტოკჰოლმში 1833 წლის 21 ოქტომბერს. 1842 წელს იგი ოჯახთან ერთად სანქტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც მამამისმა (თანამედროვე ფანრის გამომგონებელმა) დაიწყო „ტორპედოს“ სამუშაოები. 1859 წელს ეს სამუშაო გადაბარებულ იქნა მეორე ვაჟიშვილზე ლადვიგ ნობელზე (1831—1888), რომელმაც იგი საკმაოდ გააფართოვა.

პარადოქსია მაგრამ რეალობაა, პრემია რომელიც მშვიდობის დარგში გაიცემა არის იმ მეცნიერის სახელობის, ვინაც დინამიტი გამოიგონა.

ამერიკაში დაბრუნებისას, ალფრედი მუშაობს ასაფეთქებელ ნივთიერებებზე. რამდენიმე აფეთქება გაზეთშიც იქნა გამოქვეყნებული, რომელიც იუწყებოდა ნობელების მფლობელობაში მყოფ ქარხანაში მომხდარ აფეთქებებზე. ერთ-ერთი აფეთქებისას 1864 წელს დაიღუპა ალფრედის უმცროსი ძმა ემილი და რამდენიმე მუშა.

ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის. ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისაგან, რომელზეც გამოსახულია ნობელი, დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისაგან; თანხის ოდენობა განისაზღვრება ნობელის პრემიის ფონდის შემოსავლით (როგორც წესი, 30-70 ათასი დოლარი).

არ არის ნობელის პრემია დანიშნული მათემატიკის დარგში. ლეგენდის მიხედვით, ნობელმა მათემატიკის დარგში პრიზი იმიტომ არ დააწესა, რომ ქალმა, რომელსაც იგი ეტრფოდა, მას მათემატიკოსთან უღალატა . არ არსებობს ამ ამბის ისტორიული დამადასტურებელი ცნობა, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მისი ოპონენტი იყო ცნობილი მათემატიკოსი მაგნუს გუსტაფ მიტაგ-ლეფლერი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ