დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"სოციალურ ქსელებში - პატრიარქის, სამღვდელოების, მორწმუნეების მისამართით არაადამიანური სიძულვილი და აგრესია ამოვიკითხე დღეს" 28.11.2022 11:43

საქმისთვის დამჭირდა და არა მაზოხიზმის გამო: გავეცანი საპატრიარქოს ამფეთქებელ, სამღვდელობის მომსპობ, მორწმუნეთა დამხვრეტ "საზოგადოების" ცალკეულ თუ ჯგუფურ მოწოდებებს ფბ-ზე - ვაღიარებ, გამაოცეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

 

ანალიტიკოსი ძეგვის წმ. სამების ტრაგედიას იხსენებს.

 

"თვალწინ დამიდგა გასული საუკუნის 20-30-იანი წლები, ტყავის ქურთუკებით და მაუზერებით "ხალხის ოპიუმ - რელიგიის" გამანადგურებელი რაზმები... გამახსენდა 90 წლის წინანდელი ძეგვის წმ. სამების ტრაგედია - როდესაც იქ შემორჩენილი ბერძენი არქიმანდრიტი რაფაელი (ქურდოვი) და მისი მცირერიცხოვანი საძმო, იქვე, მონასტრის ეზოში დახვრიტეს ადგილობრივმა "აქტივისტებმა" და მილიციამ. ჯალათების სისასტიკეზე მეტყველებს თუნდაც ერთი ფაქტი: 

 

რამდენიმე წლის წინ, ძეგვის სამების ამჟამინდელმა წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა გიორგიმ, ერთ-ერთი სამონასტრო მღვიმის გაწმენდის დროს, აღმოაჩინა მანდ სახის კანთან ერთან ამოგლეჯილი უცნობი ბერის გრძელი წვერი, იპოვა და მიწას მიაბარა...

 

სოციალურ ქსელებში - პატრიარქის, სამღვდელოების, მორწმუნეების მისამართით ზუსტად მსგავსი არაადამიანური სიძულვილი და აგრესია ამოვიკითხე დღეს. ამ ვითარების დადგომას - სულ რაღაც 20 აქტიური წელიწადი დასჭირდა "მეწისქვილეს", და ამ ვითარების დადგომაში ყველა ჩვენგანს მიუძღვის თავისი წილი: ურწმუნო ან მცირედმორწმუნე ერსა და ბერს, მხოლოდ "თავისთვის" მლოცველ სამღვდელოებას, ლიბერალ/ანტიქართულ კონფორმისტებს საგანმანათლებლო სისტემაში, პირდაპირ თუ ირიბად სატანიზმის მქადაგებელ მედიას, სატანიზმის ელემენტების მატარებელ NGO-ებს, სატანიზმის წამახალისებელ პოლიტიკოსებს, ხელისუფლებაში ფლუგერებად მოკალათებულ სატანისტ-კოლაბორაციონესტებს...

 

დღეს მორიგი საშობაო მარხვა დაგვეწყო, ლოცვასთან ერთად იმ ყველაზე მძლავრ იარაღად გამოყენების მიზნით, რომლის წინაშე უძლურია ჩვენთან მებრძოლი ლეგიონი. მაგრამ აქაც, პავლე მოციქულის მოწოდების თანახმად - "მჭამელი იგი არა-მჭამელსა მას ნუ შეურაცხ-ჰყოფნ; და არა-მჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავნ, რამეთუ ღმერთმან იგი შეიწყნარა". ვისაც მარხვის შენახვა არ შეუძლია - ლოცვაში გაგაძლიეროთ უფალმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს კარზეც დააკაკუნებს ერთხელაც რომელიმე მაუზერიანი ნეო-ტროცკისტი და განა ყველა იმ სიმაღლეზე აღმოვჩნდებით - არა უარვყოთ უფალი..."- წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ