დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

"ჭაობში დგას ეს პოლიტიკური დაჯგუფება" - დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ 28.11.2022 16:00

დავით მათიკაშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ძველი სახეების დაბრუნება პარტიაში არსებულ კრიზისს გააღრმავებს.

 

„რეალურად ჭაობში დგას ეს პოლიტიკური დაჯგუფება და მცდელობა ვითომ ძველი ახალი სახეებით რაღაც შეცვალონ და უკეთესობისკენ წაიყვანონ პროცესები, პირიქით, ამ კრიზისის გაღრმავებით დასრულდება. ერთი მხრივ, ეს ნამდვილად კარგია, რადგანაც უფრო მეტად გაჯანსაღდება ქართული პოლიტიკური სპექტრი და მეტი შანსი მიეცემათ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, დაიკავონ ის სეგმენტი, სადაც დღეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავმჯდომარის კანდიდატურაზე არჩევანის გაკეთება, შესაძლოა ოთხ კანდიდატს შორის მოუწოის. ეს იმაზეა დამოკიდებული, საბოლოოდ გადაწყვეტს თუ არა ზურაბ ჭიაბერაშვილი ჩაუდგეს სათავეში პარტიას, საიდანაც წლების წინ, საკუთარი სურვილით წავიდა. სამომავლო გეგმებზე ჭიაბერაშვილმა ფეისბუქზე  დაწერა.

 

მანამდე, პარტიის თავმჯდომაეობისთვის ბძოლის სურვილის შესახებ ნკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი მუმლაძემ განაცხადეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ