დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„უკრაინაში ამერიკული არტილერია გრიალებს, მაგრამ პენტაგონისთვის ქვემეხები პრობლემა ხდება“ - The New York Times 28.11.2022 16:23

„უკრაინა ყოველდღიურად, დასავლეთის - აშშ-ისა და მისი ნატოელი მოკავშირეების მიერ - მიერ მიწოდებული მაღალტექნოლოგიური ქვემეხებით უამრავ ჭურვს ისვრის რუსეთის ჯარების პოზიციების მიმართულებით. სამწუხაროდ, დასავლური არტილერია ვერ უძლებს ინტენსიურ გამოყენებას და ორ-სამთვიანი ექსპლუატაციის შემდეგ ზიანდება, რემონტს საჭიროებს ან საერთოდ გადასაგდები ხდება. როგორც ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირები ამბობენ, ათობით დასავლური ქვემეხი შესაკეთებლად ბრძოლის ველიდან პოლონეთში მიაქვთ“, - ნათქვამია გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინაში ამერიკული არტილერია გრიალებს, მაგრამ პენტაგონისთვის ქვემეხები პრობლემა ხდება“ (ავტორები - ჯონ ისმეი და თომას გიბონსი).

 

„იმ 350 ჰაუბიციდან, რომელიც ამერიკამ უკრაინას გადასცა, დაახლოებით ერთი მესამედი უკვე რემონტს ითხოვს. როგორც გაირკვა, რამდენიმე ათეული ჭურვის გასროლის შემდეგ ქვემეხის ლულა ცხელდება და მრუდდება. ასეთი ქვემეხის შეკეთება, რომელსაც ჭურვის გამსროლი მოწყობილობა ან გრძელი რამდენიმე მეტრიანი ლულა აქვს დაზიანებული, ბრძოლის ველზე არტილერისტ ჯარისკაცისთვის შეუძლებელია, ამიტომაც პენტაგონმა პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ქვემეხების სარემონტო ბაზა შექმნა.

 

რუსეთიც და უკრაინაც დიდი ძალისხმევით ცდილობენ საარტილერიო ჭურვებზე ფრონტის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. რუსეთმა დასახმარებლად ჩრდილოეთ კორეას მიმართა, უკრაინამ - კი დასავლელ მოკავშირეებს.თავდაპირველად უკრაინა საბჭოური წარმოების ქვემეხებს იყენებდა, 152 მილიმეტრიანი ჭურვებით, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, რადგან ძველი ჭურვები გამოილია, დასავლურ 155 მილიმეტრიანზე (М-777) გადავიდა. პენტაგონმა უკრაინაში ამ მიზნით 142 ქვემეხი გაგზავნა.

 

ამჟამად უკრაინის ჯარები მოწინააღმდეგეს ყოველდღიურად 2000-4000 ჭურვს ესვრიან, რაც საკმაოდ აღემატება რუსების მიერ გასროლილი ჭურვების რაოდენობას. შესაბამისად, სროლის ასეთი ტემპი ქვემეხებისთვის გაუსაძლისი აღმოჩნდა.

 

М-777-ების მწყობრიდან გამოსვლა შეიძლება მათი კონსტრუქციის სპეციფიკით აიხსნას: ისინი დამზადებულნი არიან ძირითადად ტიტანით, რომელიც ფოლადზე მსუბუქია და ამიტომ ქვემეხების გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე იოლია. მაგრამ მეორე მხრივ, ტიტანისგან დამზადებული ქვემეხები ინტენსიურ სროლას ვერ უძლებენ. როცა ამერიკელები М-777-ებს ერაყში და ავღანეთში იყენებდნენ, იქ სროლა ისეთი ინტენსიური არ იყო, ახლა კი, უკრაინაში, როგორც იტყვიან „ჭირმა თავი არ დამალა“, - ნათქვამია სტატიაში.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ