დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„ბელარუსი მინისტრის უეცარი გარდაცვალება - რომის პაპის დესპანთან უკრაინის ომის მშვიდობიანად მოგვარების საიდუმლო გეგმის განხილვის შემდეგ“ 28.11.2022 16:32

საერთაშორისო პრესა ბელარუსის საგარეო საქმეტა მინისტრის ვლადიმერ მაკეის „უეცარ“ გარდაცვალებას ეხმაურება და კომენტარებს აკეთებს „პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გარემოცვაში ერთ-ერთ გამორჩეული პიროვნების სიკვდილთან დაკავშირებით.

 

„ვლადიმერ მაკეი, რომელიც 26 ნოემბერს 64 წლის ასაკში „უეცრად გარდაიცვალა“ (როგორც ამბობენ, გულის ინფარქტით), პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსათვის მთავარ საკომუნიკაციო არხს წარმოადგენდა დასავლეთთან დასაკავშირებლად. საინტერესოა, რომ იგი გარდაიცვალა  რომის პაპის დესპანთან შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც, სხვადასხვა მოარული ხმების თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანად მოგვარების გეგმა იხილებოდა. მოსალოდნელი იყო, რომ ვლადიმერ მაკეი  კვირას ან ორშაბათს ამ საკითხზე თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდებოდა“, - ნათქვამია ბრიტანულ „დეილი მეილში“ (Daily Mail) გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, ჟურნალისტი უილ სიტიუარტი, რომლის სათაურია „ბელარუსი მინისტრის უეცარი გარდაცვალება - რომის პაპის დესპანთან უკრაინის ომის მშვიდობიანად მოგვარების საიდუმლო გეგმის განხილვის შემდეგ“.

 

ვლადიმერ მაკეის შესახებ ამბობენ, რომ იგი ჯანმრთელი იყო და რაიმე ავადმყოფობა არ აწუხებდა. დადის ხმები, რომ თითქოსდა გულის ინფარქტი მოუვიდა, მაგრამ ოფიციალურად სიკვდილის მიზეზს ჯერ-ჯერობით არ ასახელებენ.

 

სავარაუდოდ, როცა ალექსანდრე ლუკაშენკო თანამდებობიდან წასვლას გადაწყვეტდა, ვლადიმერ მაკეი პრეზიდენტის სავარძელზე მტავარი პრეტენდენტი იქნებოდა. მას ტყუილად არ უწოდებდნენ „ლუკაშენკოს რუხ კარდინალს“.

 

იმის გარდა, რომ ვლადიმერ მაკეის მთავარი საკომუნიკაციო არხის ფუნქციას ასრულებდა ალექსანდრე ლუკაშენკოსა და დასავლეთის კავშირებში, იგი ბევრისთვის საგარეო პოლიტიკაში ლიბერალური ტენდენციების მხარდამჭერ პიროვნებად ასოცირდებოდა - ყოველ შემთხვევაში, ასე იყო 2020 წლის პროტესტებამდე. თუმცა, ზოგიერთი დასავლელი დამკვირვებლის აზრით, მინისტრმა პროტესტების შემდეგაც შეინარჩუნა გარკვეული დამოუკიდებელი მოქმედების უნარი და დასავლეთთან კონტაქტების არ მიუტოვებია. ასევე ცნობილი იყო, რომ ვლადიმერ მაკეის ახლო ურთიერთობა ჰქონდა ავსტრიელ პოლიტიკოსებთან (იგი ვენაში საკმაოდ დიდხანს მუშაობდა, იქაურ დიპლომატიურ აკადემიაშიც სწავლობდა). 

 

იმასაც ამბობენ, რომ ერთი მხრივ, ბელარუსი მინისტრი თითქოსდა კრემლს ეხმარებოდა გარკვეული საგარეოპოლიტიკური საკითხების მოგვარებაში, იგივე ავსტრიის მთავრობასთან, თუმცა მეორე მხრივ, ამბობენ, რომ კრემლი მისი დახმარებით მაინცდამაინც არ სარგებლობდა. 

 

ამასთან ითვლება, რომ ვლადიმერ მაკეი ურთიერთობა ჰქონდა ოპოზიციის ლიდერტან სვეტლანა ტიხანოვსკაიასტან. მიმომხილველები მას „ინტრიგების ოსტატსაც“ უწოდებენ, რომლითაც ალექსანდრე ლუკაშენკო აღფრთოვანებულიც იყო და გარკვეულწილად ეშინოდა კიდეც. „ყველაზე ტალანტიური, ეშმაკი და სახიფათო პოლიტიკოსი“ - ასე დაწერეს ვლადიმერ მაკეის გარდაცვალების შემდეგ ბელარუსულმა გამოცემებმა.

 

ერთი კვირის წინ ვლადიმერ მაკეიმ მონაწილეობა მიიღო ერევანში გამართულ ОДКБ-ის წევრ სახელმწიფოთა ლიდერების სამიტში, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად, სადაც სიტყვით გამოსვლის დროსსამიტის მონაწილეებს ნატოს მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე აფრთხილებდა.

 

მინისტრის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოხატეს ალექსანდრე ლუკაშენკომ და უცხოელმა პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა... ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი გარდაცვლილს „მოღალატე“ უწოდა და განაცხადა, რომ ვლადიმერ მაკეის ბელარუსი ხალხი სწორედ ამ სახელით დაიმახსოვრებს, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის ‘დეილი მაილის“ პუბლიკაციაში.

 

წყარო

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ