დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირის დანაშაულთა სიაში სანქციების დარღვევის დამატებას მხარი დაუჭირა 28.11.2022 16:53

ევროკავშირის საბჭომ ერთხმად დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევა „ევროკავშირის დანაშაულების“ სიას დაემატება, - ინფორმაცია ევროკავშირის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

 

საბჭოში განმარტავენ, რომ შემაკავებელი ზომების დარღვევის დამატება „ევროკავშირის დანაშაულთა“ სიაში მიზნად ისახავს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ევროკავშირის მასშტაბით თანაბრად შესრულების უზრუნველყოფას და სანქციების გვერდის ავლის ან დარღვევის მცდელობების პრევენციას.

 

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გამო, ევროკავშირმა რიგი შემაკავებელი ზომები დააწესა და აუცილებელია ამ ზომების სრულად განხორციელება. ამჟამად წევრ ქვეყნებს განსხვავებული განმარტებები აქვთ იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს შემაკავებელი ზომების დარღვევა და რა სასჯელი უნდა იყოს გამოყენებული დარღვევის შემთხვევაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სანქციების აღსრულების სხვადასხვა ხარისხი და ამ ზომების გვერდის ავლის რისკი, რაც პოტენციურად, საშუალებას მისცემს სანქცირებულ პირებს, გააგრძელონ წვდომა მათ აქტივებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

„ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 83(1) მუხლის თანახმად, პარლამენტმა და საბჭომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის სფეროებში სისხლის სამართლის დანაშაულებისა და სანქციების განსაზღვრასთან დაკავშირებით შეიძლება მინიმალური წესები დაადგინონ. ამ მუხლში მოცემული დანაშაულის სფეროებია : ტერორიზმი, ადამიანებით ვაჭრობა, ქალებისა და ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, იარაღით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება, კორუფცია, გადახდის საშუალებების გაყალბება, კომპიუტერული დანაშაული და ორგანიზებული დანაშაული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ