დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

"როდესაც უკრაინაზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ წამებულ ერზე და თუ წამებული ერი არის, მაშინ არის ის, ვინც მათ აწამებს"- რომის პაპი 29.11.2022 01:15

როდესაც უკრაინაზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ წამებულ ერზე და თუ წამებული ერი არის, მაშინ არის ის, ვინც მათ აწამებს, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.

 

 

„როდესაც უკრაინაზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ სისასტიკეზე, რადგან ბევრი ინფორმაცია მაქვს იმ ჯარების სისასტიკის შესახებ, რომლებიც [უკრაინაში] შეიჭრნენ. [...] რა თქმა უნდა, ის, ვინც თავს ესხმის [უკრაინას] რუსეთის სახელმწიფოა. ეს სავსებით გასაგებია. ზოგჯერ ვცდილობ არ ვიყო კონკრეტული, რომ არ ვაწყენინო, არამედ ზოგადად დავგმო, თუმცა კარგად არის ცნობილი, ვის ვგმობ. არ არის აუცილებელი სახელისა და გვარის მითითება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

 

 

„რატომ არ ვასახელებ პუტინს? იმიტომ, რომ ეს არ არის აუცილებელი. ეს უკვე ცნობილია. თუმცა, ზოგჯერ ადამიანები დეტალებს ეკიდებიან. ყველამ იცის ჩემი პოზიცია მისი დასახელების გარეშე“, - ხაზგასმით აღნიშნა რომის პაპმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ