დღე: 20

ღამე: 12

USD 2.6755

EUR 2.8837

"ტერორისტულ სახელმწიფოსთან რაიმე შეთანხმება შეუძლებელია"- ზელენსკი 06.12.2022 01:29

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის წლისთავზე რუსეთის კიდევ ერთი მასიური სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე ცხადყოფს, რომ ტერორისტულ სახელმწიფოსთან რაიმე შეთანხმება შეუძლებელია.

 

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც ერთი ტერორისტი ხალხის ცხოვრების დესტაბილიზაციას ახდენს, ტერორის შეჩერება საერთო ამოცანაა.

 

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ დღევანდელი სარაკეტო შეტევით რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმოწერის კიდევ ერთი წლისთავი „აღნიშნა“ - დოკუმენტი, რომლის ბედი იძლევა პასუხს რუსეთის შესახებ დღევანდელ ბევრ კითხვაზე.

 

„უბრალოდ ხელი მოაწერო რამეს ამ ტერორისტებთან - არ იქნება მშვიდობა. უბრალოდ, რაღაცაზე შეთანხმდე მათთან - ისინი ამას აუცილებლად დაარღვევენ. რუსეთს სხვების უსაფრთხოების ელემენტები მისცე ნიშნავს ახალ ომს.

 

მხოლოდ რუსეთის ტერორისტული შესაძლებლობების დემონტაჟი, მხოლოდ მთელი ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლება და მხოლოდ მკვლელების პასუხისგებაში მიცემა შეძლებს მშვიდობის მოტანას. მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ