დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, ჩემი შვილი სიკვდილის პირასაა"- გიული ალასანია 08.12.2022 13:02

"მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა," - მიმართვას მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

 

მისი თქმით, კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.

 

"ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. 


არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს," - აცხადებს გიული ალასანია.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები