დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"დაგვიდექით გვერდში" - მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს 08.12.2022 17:32

მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომლითაც მოქალაქეებს სოლიდარობის თხოვნით მიმართავს. 

"ქართველებო ქვეყნის პატრიოტებო, საქართველოს მეგობრებო-გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე. დაგვიდექით გვერდში" - წერს ფეისბუქზე ნიკოლოზ სააკაშვილი. 

მსგავსი შინაარსის მიმართვა გაავრცელა გიული ალასანიამაც, რომელმაც მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, სასამართლო პროცესის დღეს  სასამართლოსთან შეიკრიბონ და სააკაშვილის მიმართ სოლიდარობა გამოხატონ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ირაკლი ლომიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ სასამართლო პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები