დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„თავისუფლებას და ღირსებას არ აქვს საზღვარი - აი, ესაა ქართველის ნამდვილი სახე!" - ხაზარაძე 08.12.2022 17:59

„ოცნების" პარტ-მუშაკების დღევანდელი განცხადებები, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, არის მოღალატეობრივი და ბოლშევიკური! ეს რუსეთის იმპერიის მაამებლური ნარატივია, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

 

„თავისუფლებას და ღირსებას არ აქვს საზღვარი. აი, ესაა ქართველის ნამდვილი სახე!

 

ნიკო (ბური) ბაგრატიონი 1900 წელს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ბურების მხარდასაჭერად, ბრიტანელების წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში.

 

საქართველოს გასაბჭოების პერიოდში ნიკო ბური სიგარეტის გაყიდვით ირჩენდა თავს, გარიყული და გაკულაკებული ბოლშევიკების მიერ.

 

„ოცნების" პარტ-მუშაკების დღევანდელი განცხადებები, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, არის მოღალატეობრივი და ბოლშევიკური! ეს რუსეთის იმპერიის მაამებლური ნარატივია.

 

ნამდვილი ქართველები ნიკო ბურის მსგავსნი, უკრაინაში ქართველი მებრძოლებივით, ყოველთვის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ! თავისუფლებას და ღირსებას არ აქვს საზღვარი. აი, ესაა ქართველის ნამდვილი სახე და არა ის, რასაც თავს გვახვევს "ქართული ოცნება". P.S მუხრანში ნიკო (ბურის) ბაგრატიონის სახლი დღესაც ნანგრევებშია“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

 

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას და ეს კანონითაა განსაზღვრული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები