დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ნორმალური წონის, მაგრამ ფიზიკურად არააქტიურ პირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების იგივე რისკი გააჩნიათ, რაც ზედმეტი წონის მქონეთ - კვლევა 09.12.2022 15:55

ჟურნალ American Journal of Cardiology-ის ონლაინ ვერსიის მიერ  გამოქვეყნებული კვლევის შედეგის მიხედვით, მჯდომარე ცხოვრების წესი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის იმ პოტენციური სასარგებლო შედეგების ანულირებას ახდენს, რაც წონის რეგულარულ კონტროლს მოაქვს.

 

მკვლევარებმა 5 წლის განმავლობაში განხორციელებული სამედიცინო კითხვარის პასუხების გამოყენებით, გააანალიზეს 40-დან 79 წლამდე ზედმეტი და ნორმალური წონის, გულ- სისხლძარღვთა სისტემის დაავადების არმქონე, ათასობით ადამიანის მონაცემები.

 

მეცნიერებმა შეისწავლეს კვლევაში მონაწილე პირების წონა, მუცელზე განლაგებული ცხიმის ფენა, წელის ზომა, ფიზიკური აქტივობის ინტენსიურობა, რის შემდეგაც გამოთვალეს მათი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებისადმი რისკი.

 

შედეგად აღმოჩნდა, რომ ნორმალური წონის, მაგრამ მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე პირების 30% -ს გულის შეტევის და ინსულტის განვითარების იგივე რისკი გააჩნდათ, რაც ზედმეტი წონის მქონეთ.

 

კვლევამ აჩვენა, რომ ამ პირებს, მუდმივი ფიზიკური აქტივობის მიმდევარ და ნორმალური წონის პირებთან შედარებით, გააჩნდათ მუცლის ცხიმის დიდი რაოდენობა, წელის არაჯანსაღი გარშემოწერილობა და სუნთქვის გარკვეული უკმარისობა ფიზიკური დატვირთვისას.

 

კვლევაში მონაწილე ნორმალური წონის იმ პირებს კი რომლებიც კვირაში მინიმუმ 150 წუთს უთმობდნენ ფიზიკურ აქტივობას, გულის შეტევის 58%-ით ნაკლები რისკი აღმოაჩნდათ ზედმეტი წონის მქონე პირებთან შედარებით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ