დღე: 23

ღამე: 11

USD 2.7354

EUR 3.0177

"ეს არის რევოლუციური ცვლილება"- ჯუანშერ ბურჭულაძე 16.12.2022 21:03

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიცირებით კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, წვევამდელები სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში გაივლიან.

 

როგორც თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, თავდაცვის ახალი კოდექსი დიდი რეფორმის ნაწილია, რომელზეც მუშაობა ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. „ჩვენ დავაინიცირეთ კოდექსის კანონპროექტი, რომელიც მოიცავს თავდაცვის უწყების შესახებ ყველა სამართლებრივ აქტს, მათ შორის კანონებს, რაც აქამდე გამოცემულა. ეს არის რევოლუციური ცვლილება. ყველა წვევამდელი სამხედრო სამსახურს რომ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში გაივლის, ესეც დიდი რეფორმის ნაწილია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


 

ჯუანშერ ბურჭულაძემ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში გავლის მნიშვნელობასა და უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განმარტა, ეს ხელს შეუწყობს ჯარის პოპულარიზაციას და ამავე დროს თავდაცვის უწყება მიიღებს რეზერვს, რომლის მართვაც უკეთესად იქნება შესაძლებელი. მინისტრმა აღნიშნა, რომ წვევამდელები თავდაცვის უწყებისგან განსხვავებულ საწყის მომზადებას გადიან შსს-ში თუ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ისინი ძირითადად მხარდამჭერ, დაცვით ფუნქციებს ასრულებენ და ფაქტობრივად, საბრძოლო მოქმედებასაც არ გადიან. მინისტრმა ახალი ინიციატივა საზოგადოებისთვის შესაბამისი მაგალითითაც ახსნა: „ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ წელიწადის კონკრეტულ პერიოდში მივიღოთ 4-5 ათასი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე. დღეს ეს რესურსი 1000-დან 200 ადამიანამდეა შემცირებული. ეს პრობლემა აქვს როგორც სხვა უწყებებს, ვინც ამ ეტაპამდე იღებს წვევამდელებს და ჩვენც“.


 

მინისტრმა წვევამდელებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურის პირობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ არჩევანის უფლებაც ექნებათ, დიაპაზონი იქნება უფრო გაფართოებული. „რა თქმა უნდა, ეს ფინანსურ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული. ჩვენ ამის მზაობაც გამოვხატეთ. სავარაუდოდ, სახელმწიფოს წვევამდელების სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავდაცვის უწყებაში გავლა 70-80 მილიონი ლარი დაუჯდება“, - განმარტა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ