დღე: 6

ღამე: 2

USD 2.8478

EUR 2.9967

„რუსეთმა ომის დაწყების წლისთავზე შესაძლოა, ახალი შეტევა წამოიწყოს“ - დანილოვი 17.01.2023 00:53

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთმა ომის დაწყების წლისთავზე, 24 თებერვალს, ახალი შეტევა წამოიწყოს. 


მისივე თქმით, უკრაინა დამპყრობელთა შესაძლო ახალი შეტევისთვის ყოველდღე ემზადება. 

 

„ეს დღე შეიძლება იყოს წლისთავი. მათთვის ეს თარიღები რატომღაც წმინდა რამ არის. ან ეს შეიძლება იყოს მარტში. ჩვენ ყოველდღე უნდა მოვემზადოთ ასეთი ღონისძიებებისთვის და ვემზადებით.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურად ურთიერთობს უცხოელ კოლეგებთან. ისინი საუბრობენ იარაღზე, რომელთა გადაცემაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის არის შესაძლებელი. პირველი კითხვა, რომლითაც საუბარი იწყება და მთავრდება, არის იარაღი“, - განაცხადა დანილოვმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ