დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო დახმარება გამარჯვებისთვის - ბორის ჯონსონი 22.01.2023 19:08

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს, 22 იანვარს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო დახმარება მის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოჭრილი რუსეთის დასამარცხებლად.

„ჩემთვის პატივია პრეზიდენტ ზელენსკის მოწვევით უკრაინაში ვიზიტი. უკრაინის ხალხის ტანჯვა ძალიან დიდი ხანია გრძელდება. ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა არის უკრაინის გამარჯვება. უნდა გაიმარჯვოს რაც შეიძლება სწრაფად. რაც უფრო მალე დამარცხდება პუტინი, მით უკეთესი უკრაინისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

მან, ასევე, კომენტარი გააკეთა დავაზე იმის შესახებ, უნდა მიიღოს თუ არა უკრაინამ მეტი ტანკი რუსული ძალების დასაპირისპირებლად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა მხარდაჭერა, რაც მას სჭირდება პარტნიორებისგან.

„უკრაინელებს უნდა მივცეთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც მათ ომის დასასრულებლად სჭირდებათ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ