დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი 22.01.2023 20:59

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, - ამის შესახებ  ხარკოვის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა

„დღეს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზოლოჩივის თემის სოფელ პეტროვკაში 67 წლის ქალი დაბომბვის შედეგად დაიღუპა. დარტყმა მოხდა სამეურნეო შენობებსა და საცხოვრებელ კორპუსებზე.

დღესვე ვოლჩანსკი ოკუპანტების ცეცხლის ქვეშ იყო. ხუთსართულიან კორპუსსა და კერძო სახლში დარტყმა MLRS-იდან დაფიქსირდა. დაშავებულია 49 წლის კაცი. ის ჰოსპიტალიზებულია და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - აღნიშნა ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ