დღე: 25

ღამე: 18

USD 2.7087

EUR 2.9406

"მარტო პიარის გამო ასეულობით ცოცხალი ძალის შეწირვა ყოველდღიურად მარტო ურდოს შეუძლია" 25.01.2023 11:32

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

 

"დაბადების დღის საჩუქარიც ეგეთი უნდა ძმაო! ვუერთდები მილოცვებს! გაუმარჯოს ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოს, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის! გამარჯვებას და დღეგრძელებას ვუსურვებ გმირ უკრაინელ ხალხთან და თავის ლამაზ ოჯახთან ერთად! ეკუთვნის ალალად ზელეს 45 წლის იუბილეზე ეგეთი მაგარი საჩუქარი - დღეს დღისით გერმანიის ბუნდესტაგში განიხილება და უკვე ოფიციალურად გამოცხადდება გერმანული ლეოპარდების გადაცემა უკრაინისთვის, აგრეთვე სხვა ქვეყნებისთვის თანხმობაც გამოცხადდება! გერმანია თავისით გამოვა 14 ერთეულს, ნიდერალნდები გერმანიისგან გამოისყიდის 18 ლეოპარდს, ესპანეთი მზადაა 100 ცალი ლეოპარდი კონსერვაციიდან ძალიან სწრაფად საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანოს, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, პოლონეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა 100-მდე ლეოპარდს მოაქუჩებენ. 

 

დღესვე, სავარაუდოდ გამოვა ბაიდენიც და გამოაცხადებს მინიმუმ 30, მაქს. 50 აბრამს1 ტანკების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ! 

 

ასე რომ შოლციკ ჯან, ტი ნი აბიჟაისია, ნო ამერიკანსკი აბრამს სტოიტ ვ სასედნემ დვორუ!  ბუბას და ფრუნზიკას გაუმარჯოს!!!  

 

ურდოსტანში ტ...კით კაკლის მტვრევამ უკვე კონვეერული ხასიათი მიიღო! აშშ-ში ურდოს ელჩმა, აი ეხლა კი ოოოო! რა ო, რა ო? ხო გაიძახდით, გოიდაააა, გოიდააა, ჰოდა ამერიკული, გერმანული, ბრიტანული და ფრანგული ტანკები მოიდააა, მოიდააა!!!!! 

 

ტანკები ხო გვიხარია? ჰოდა დღე-დღეზე ფ-16 თვითმფრინავებზე რო დაიწყებენ ჩვენები წვრთნას, მერე ვიმღერებთ, მოფრინავენ, მოფრინავენ ფ თექვსმეტები, პუტლერებო, მოემზადეთ, გიშავდებათ თეთრი გედები! 

 

ყველას მაინც ამერიკულმა ბრედლიმ ჩაასწრო! მოდიან და მოდიან ამერიკული ჯავშან როლს როისები! 

ჩემს ძმას Nadiradze Vano ვანო ნადირაძეს და მის ოქროს ბიჭებს ვენაცვალე, გამახარებენ ხოლმე კაი კაი ვიდეოებით და ფოტოებით! გამარჯვებით დაგვიბრუნდით ძმებო! 

 

ქართველების ერთ-ერთმა მთავარმა ქრაშმა გენერალმა ზალუჟნიმ საჩუქრად მიიღო მელეონი დოლარი ამერიკელი უკრაინელისგან! მართლა გოლდენ ქრაშია ჯიგარი რ! ეგრევე ზბროინი სილი უკრაინის ანგარიშზე გადაამისამართა! სლავა ზესეუ! გაუმარჯოს ზალუჟნის! 

 

ახლა ამბები ფრონტებიდან: 

 

აუფ, აიწყვიტეს ბიჭებმა, აბა მივაწექით ვუჰლედარსო! იქვე დააყოლეს, ნუ ასე პირდაპირ ვუჰლედარზე არ გამოვა, მაგრად დგანან იქო, მაგრამ შემოვლით შემოუტიოთო! გუშინ პავლივკასთან მოხვდათ დინგში და ყველა შეტევა ჩაუვარდათ! 

 

კრასნაჰორას და პარასკოვიევკასაც უტევდნენ, მაგრამ დაუხვდა ჩვენების რკინის მუშტი და დაილეწეს ისევ თავყბა! 

 

კლეშჩეევკა ხო გახსოვთ, რო გამოაცხადეს დიდის ამბით, ავიღეთო, ხოდა გუშინ ისევ წერდნენ, მიდის გააფთრებული ბრძოლებიო! ჩასოვ იარ-ბახმუტის ტრასაზე მოუნდათ კონტროლი! ბუს კვერცხებზეც არ იტყვიან ეგენი უარს! ბაბოი მტკაც! 

 

თვითონ ბახმუტის ამბები ნელ-ნელა გადავიდა პოზიციურ ბრძოლებში! თან ჩვენებიც გაღმა უტევენ - შემოგარენში გაუხტნენ გუშინ ჩვენები! მძიმე ტექნიკაც გაუნადგურეს, ცოცხალი ძალაც და ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზეც დაიბრუნეს კონტროლი! ვენაცვალე ჩვენს ძმებს! 

 

ზაპოროჟიეს ისევ უტევენ, მაგრამ აი მარტო პიარის გულისთვის ასეულობით ცოცხალი ძალის შეწირვა ყოველდღიურად მარტო ურდოს შეუძლია! 

 

ამასობაში, ლუჰანსკის კრემინასკენ მიიწევენ ჩვენები წინ წინ! კუზემოვკადან იქნება სულ მალე კარგი ამბები! მოთმინება ხალხნო და სჯამაათნო, მოთმინებაა! 

 

სვატოვოშიც პოზიციური ბრძოლები იყო, მაგრამ ჩვენები მაინც ნელ-ნელა მიიწევენ წინ! 

 

პაღტიზანენ, პაღტიზანენ - ყველგან და ყოველთვის ჯიგრები იყვნენ! ბერდიანსკში გაულიატერი და კოლაბორაციონისტი ვერ ყოფს გარეთ თავს მათი შიშით! გუშინ გამოიჰყვეს და ბაც ააფეთქეს მანქანაა! 

 

მარიუპოლში მოქუჩებულან ტიკტოკერები, ერთი 200 სული! აქ ტყუილად ნუ მოიწყენთ, იალა კობზონის კონცერტზეო! რამდენს შეხვდა იღბლიანი ბილეთი, გაირკვევა მალე! 

 

პოდოლიაკი ამბობს, წყალი არ გაუვა, მოსკოვიც, ლენინგრადიც და სხვა ქალაქებიც მოემზადონ, აუცილებლად იქნება ბაბანგიდებიოო.

 

უკრაინამ გამოაცხადა, რომ წარმატებით დასრულდა ყველა გამოცდა და უახლოესი 2 წლის განმავლობაში სრული დატვირთვით ამოქმედდება უკრაინა-თურქეთის ცნობილი ბაირაქტარების ერთობლივი საწარმოო! 

 

ცირკია, პრიგოჟინი დუმაში უგზავნის ვოლოდინს მოთხოვნას, საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს ზეკებისთვის კრიმინალური წარსულის შეხსენებაო! 

 

იღბლის ჯენტლმენებში დოცენტი რო "ჩალიჩობს" თავისიანების ამნისტიაზე, აჰაჰაჰააა.

 

ამასობაში, დედის მკვლელები, მანიაკები, ბანდიტები და კაციჭამიები ბრუნდებიან სოლედარიდან და ტიპები თავისუფლად დასეირნობენ არამხოლოდ მოსკოვში, არამედ მიფრინავენ ანტალიებშიც! არ მინდა დაგაფეთოთ, მაგრამ 1 მილიონ სჩემტო რომ შემომსევრდა, ახლა კიდე ნაომარი ზეკები გვეწვევიან რუსო ტურისტო, ობლიკო მორალე! 

 

არ უშველის ურდოს არც კუხარკები, არც ზეკები, არც ტიკტოკერები და არც პიანი ძიმონები! 

 

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში - საქართველო გაიხარებს 2023-ში - პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა გრუხუნით 2023-ში! 

დიდება უკრაინას! 

დიდება გმირებს! 

დიდება ერს! 

სიკვდილი მტერს!" - წერს ალექსი პეტრიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ