დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

უკრაინაში ომის ბედს თურქეთში დაგეგმილი არჩევნები გადაწყვეტს - რას წერს თურქული გაზეთი „დიკ გაზეტი“ 25.01.2023 13:12

თურქულ გაზეთ „დიკ გაზეტეში“ (Dik Gazete) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინაში ომის ბედს თურქეთში დაგეგმილი არჩევნები გადაწყვეტს“ (ავტორი - ერხან ალტიპარმაკი).

 

გთავაზობთ მცირეოდენი შემოკლებით:

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 2023 წლის 14 მაისს ჩატარდება. ამ არჩევნებს თურქეთის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს და შეუძლია მსოფლიოში ძალთა ბალანსი შეცვალოს. ამ ყველაფრის მიზეზს  რუსეთ-უკრაინის ომი წარმოადგენს, რომელიც არ უნდა განვიხილოთ როგორც მხოლოდ კონფრონტაციად კიევსა და მოსკოვს შორის - იმიტომ, რომ ამ დაპირისპირებაში უშუალოდ მონაწილეობენ აშშ, ნატო და დასავლეთის ბევრი სახელმწიფო, რომლებიც კიევის რეჟიმს მხარს პირდაპირ უჭერენ.

 

მოსკოვი ცდილობს მარტოდმარტო წინ აღუდგეს დასავლეთის ქვეყნების ალიანსს, რადგან კრემლის არცერთი „მეგობარი“ ქვეყანა რუსეთს პირდაპირ მხარდაჭერას არ უწევს.

 

რადგანაც მოსკოვის მოკავშირეებს ბრძოლის ველზე ვერ ვხედავთ, სწორი იქნება, თუ უკრაინის კონფლიქტს რუსეთისა და დასავლეთის ალიანსის ერთმანეთთან ბრძოლად ჩავთვლით.

 

ამ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ამერიკამ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე 300-მდე შეჭრა განახორციელა. ეს სერიოზულ სტატისტიკას წარმოადგენს [და ნათლად აჩვენებს აშშ-ის პოლიტიკის აგრესიულ ხასიათს].

 

ის, რაც ხდება უკრაინაში და მის ირგვლივ, არის სისხლიანი ბრძოლა კაცობრიობის მომავლისათვის. კიევის რეჟიმისადმი მხარდაჭერა დასავლეთის პოლიტიკისადმი მხარდაჭერას ნიშნავს.

 

არავინ არ უნდა ჩათვალოს უცნაურად ის ფაქტი, რომ რუსეთის ჯარები უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში იმყოფებიან - იმიტომ, რომ რუსი სამხედროები დგანან იმ მიწებზე, სადაც რუსები ასეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ამ მიზეზით ომში დამპყრობელი მხარე დასავლეთი უფროა, ვიდრე რუსეთი.

 

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასული წლის 24 თებერვალს სამხედრო „სპეცოპერაცია“ დაიწყო, ანკარამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია სისხლიანი დაპირისპირების შესაწყვეტად.

 

თურქეთის მცდელობა მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები (რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი თავს არიდებს), ასევე ანკარის აქტიური მონაწილეობა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების ხელმოწერაში, ტყვეების გაცვლაში - იმას აჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვან მდგომარეობაში იმყოფება თურქეთი მოსკოვ-კიევის დაპირისპირების დროს.

 

თურქეთი, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობაში თვითონაც ბევრი საკითხი და პრობლემა აქვს გადასაწყვეტი, აგრძელებს დაბალანსებული პოლიტიკური კურსის გაგრძელებას და მშვიდობის მიღწევის ხელშეწყობას, კაცობრიობის მომავლის სახელით.

 

რა თქმა უნდა, ყველასათვის ცნობილია, რომ თურქეთსა და რუსეთს ერთმანეთთან მრავალი მსხვილი ეკონომიკური პროექტი აკავშირებს, რომელთა შორისაა ატომური ელექტროსადგურის „აკუიას“ მშენებლობა, რუსული ცისფერი საწვავის მიწოდება ევროპისათვის თურქეთის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებით, შეთანხმებები თავდაცვის სფეროში, თურქეთის გადაქცევა ენერგორესურსების სატრანზიტო ჰაბად და ენერგეტიკულ ცენტრად.

 

სახელმწიფოებისათვის მემკვიდრეობითობის დაცვა პოლიტიკის გატარებაში უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს. შეთანხმებები, რომლებიც მთავრობებს შორის არის დადებული, უნდა სრულდებოდეს, თუმცა მათი რეალიზების დროს შეიძლება რაიმე პრობლემაც გაჩნდეს.

 

თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და თავის ალიანსელ მოკავშირეებთან კარგი ურთიერთობა აქვს, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპაში და აზიაში. ამიტომაც საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 14 მაისს უნდა ჩატარდეს, უდიდესი მნიშვნელობა როგორც უშუალოდ თურქეთისათვის, ასევე მსოფლიოსთვისაც.

 

თუ არჩევნებში რეჯეფ ერდოღანი გაიმარჯვებს, თურქეთის პოლიტიკა არ შეიცვლება. მაგრამ თუ წარმატებას მოიპოვებს საკმაოდ მოღონიერებული ოპოზიცია, მაშინ არამარტო თურქეთში, არამედ უკრაინასთან, ევროპასთან და ახლო აღმოსავლეთთან მიმართებით დიდი ხარვეზი წარმოიქმნება.

 

მიზეზი იმაშია, რომ ხელისუფლების შეცვლის დროს სისტემა, რომელიც მმართველი ძალის - სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მიერ 20 წლის განმავლობაში არის ჩამოყალიბებული, ტრანსფორმირებული იქნება.

 

ოპოზიციურ ბლოკში, რომელსაც აქვს არჩევნების მოგების შანსები, ექვსი პარტია შედის. ალი ბაბაჯანი, ამ ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი, დასავლეთის ქვეყნების ინტერესებს პირდაპირ და დაუფარავად იცავს. კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა აჰმედ დავუთოღლუმ კი საკვანძო როლი შეასრულა 2015 წელს, სირიის საზღვართან, რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხში,  რომელმაც ორი ქვეყნის ურთიერთობას ჩრდილი მიაყენა. აჰმედ დავუთოღლუმ, რომელიც იმ დროს პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, პირდაპირ განაცხადა, რომ პირადად გასცა ბრძანება რუსული თვითმფრინავის განადგურების თაობაზე და მომხდარი ფაქტი პოლიტიკურ შოუდ გადააქცია. მან ამერიკას სიგნალი გაუგზავნა თავისი ანტირუსული რიტორიკით და მიანიშნა, რომ დასავლური პოლიტიკისა და იდეების ერთგულია.

 

დანარჩენი ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიდგომები რუსეთის მიმართ ჯერ-ჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის.

 

დასავლეთის ქვეყნების მიერ მძიმე შემტევი სამხედრო ტექნიკის - ტანკების მიწოდება უკრაინისათვის იმას ნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაჭიანურდება. 

 

თუ თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, რასაკვირველია, ამერიკული ბომბების ცვენა დონბასის მოსახლეობაზე 14 მაისის შემდეგაც გაგრძელდება, ანუ დასავლეთის მიერ მოწყობილი ქაოსი შენარჩუნდება.

 

ასეთ შემთხვევაში თურქეთი, რომელსაც თავისი შიდა პრობლემებიც მოუმრავლდება, ანკარისთვის მნიშვნელოვან რეგიონებში საგარეო პოლიტიკას შეასუსტებს - უკრაინის კრიზისისა და ახლო აღმოსავლეთის ჩათვლით, რაც, თავის მხრივ, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიაში და ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობას გააძლიერებს.

 

და რას აკეთებს ამ დროს დასავლეთი?

 

ჩვენ ვერ დავინახეთ ევროპის ქვეყნების ლიდერების მცდელობაც კი იმისთვის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან მიეყვანათ.

 

ჩვენ ვერ დავინახეთ ევროპის ქვეყნების ლიდერთა ძალისხმევა იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყობოდა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს;

 

ჩვენ ვერ დავინახეთ ევროპელთა მცდელობა ტყვეების გაცვლაში.

 

სავარაუდოდ, ევროპა, აშშ-ის კარნახითა და წაქეზებით, კვლავ გააგრძელებს ომის ირგვლივ სიტუაციის გამწვავებას და არაა გამორიცხული, რომ კონფლიქტი სხვა ქვეყნებიც ჩააბან. ანუ დღეს, თურქეთის გარდა, არავინ არ არის ისეთი მოთამაშე, რომელიც მშვიდობის მხარდამჭერ პოლიტიკას გააგრძელებს. ამ მიზეზით თურქეთის არჩევნები მნიშვნელოვანი გახდა არამარტო თურქებისათვის, არამედ მსოფლიოს სხვა ხალხებისთვისაც.

 

ამრიგად, თურქეთის არჩევნებით რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობაც შეიცვლება.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ