დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ახალი კონცეფციის თანახმად, „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მოემსახურება თბილისელებს" - გიორგი ტყემალაძე 25.01.2023 14:58

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის შესახებ დღეს დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც თბილისი საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ახალი კონცეფციის თანახმად, „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მოემსახურება თბილისელებს. გიორგი ტყემალაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები და ოპონენტები საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობენ, თუმცა მისივე თქმით, ეს უსაფუძვლოა.

 

როგორც დღეს თბილისის მერმა განაცხადა, „ლაგუნა ვერესტერიტორია მუნიციპალიტეტს გადმოეცემა და  თბილისელებს მოემსახურება. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი კონცეფციის თანახმად, მთლიანად შენარჩუნდებალაგუნა ვერესინფრასტრუქტურა და ტერიტორიაზე განთავსებული აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა. განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალების შემუშავების პროცესში ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოგვიწევს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ განხილვების შედეგად აუცილებლად მივიღებთ ისეთ პროექტს, რომელიც ქალაქისთვის მისაღები იქნება“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.


თბილისის საკრებულოს თავმჯდომარელაგუნა ვერესმიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სატრანსპორტო მდგომარეობასაც შეეხო და ამ კუთხით ტერიტორიის მოწესრიგების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. გიორგი ტყემალაძის თქმით, ახალი კონცეფციის თანახმად, არსებული არეალისთვის განაშენიანების საუკეთესო ვარიანტს მივიღებთ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ