დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

დღეიდან იაპონიაში წიგნი „ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო“ გაიყიდება 26.01.2023 13:10

დღეიდან, მთელი იაპონიის მასშტაბით გაყიდვაში გამოვიდა წიგნი „ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო“, რომელიც იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას და საელჩოს თანამშრომლის, დავით გოგინაშვილის თანაავტორობით დაიწერა. წიგნად კი ცნობილმა იაპონურმა გამომცემლობამ Seikaisha გამოსცა.

 

„თეიმურაზ ლეჟავა ტოკიოს ერთ-ერთ უდიდეს წიგნის მაღაზიას Maruzen ესტუმრა, რომელიც ერთ-ერთია იმ ასობით მაღაზიას შორის, სადაც წიგნის შეძენაა შესაძლებელი, და თავად კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ იაპონელებში „ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო“ დიდ ინტერესს იწვევს.

 

ეს წიგნი იაპონელ მკითხველს შესაძლებლობას აძლევს ელჩის თვალით დანახულ საქართველოს გაეცნოს. გაიგოს ჩვენი ქვეყნის მდიდარი წარსულის, მრავალფეროვანი კულტურის, ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მეღვინეობის ტრადიციისა თუ სამზარეულოს უნიკალურობის შესახებ.

 

წიგნზე მუშაობა თითქმის ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პროექტის მიზანს კი, იაპონიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდასთან ერთად, ტურიზმის წახალისება და ქართული კულტურის კიდევ მეტად პოპულარიზება წარმოადგენს“, - აღნიშნულია იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ