დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ყველაფერი მტვრად იქცევა - დიმიტრი მედვედევი 28.01.2023 21:40

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აკრიტიკებს დასავლეთის მცდელობებს, გაამართლონ კიევისთვის იარაღის მიწოდება, როგორც მცდელობა მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად.

„უპირველეს ყოვლისა, უკრაინის დაცვა, რომელიც არავის სჭირდება ვერ გადაარჩენს ბებერ კონტინენტს შურისძიებისგან. მეორეც, თუ მესამე მსოფლიო ომის დაიწყება, ის არ იქნება ომი ტანკებით და გამანადგურებლებით. ამ შემთხვევაში, აუცილებლად ყველაფერი მტვრად იქცევა“, - წერს მედვედევი ტელეგრამზე.

ამ პოსტით მედვედევმა კომენტარი გააკეთა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს განცხადებაზე, რომ მესამე მსოფლიო ომი გაჩაღდება, თუ რუსული ტანკები მიაღწევდნენ კიევსა და „ევროპის საზღვრებს“ და რომ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი ესკალაციის შეჩერებას ისახავდა მიზნად.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ