დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"დასავლეთის გეგმები რუსეთის დამარცხებას გულისხმობს - ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთი ყირიმს დატოვებს" 31.01.2023 16:58

თურქული გაზეთი „ჯუმჰურიეთი“ (Cumhuriyet) აქვეყნებს სტატიას სათაურით  „უკრაინაში შეუძლებლობის ფორსირება ხდება“ (ავტორი - ერგინ ილდიზოღლუ), რომელშიც უკრაინაში მიმდინარე ომის აპექტებია განხილული: ამერიკა ისწრაფვის, რომ თავისი ჰეგემონიის შესანარჩუნებლად, უკრაინის ომში რუსეთი და ნატო ერთმანეთს შეაჯახოს, მაგრამ ვაშინგტონი თავის ოცნებას ვერ აისრულებს.


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


„ზოგჯერ ისე ხდება ხოლმე, რომ გვსურს რაღაც შეუძლებელის მიღწევა და ამ მიზნით მოვლენებს ვაჩქარებთ, შედეგად კი პირიქით ეფექტს ვიღებთ. მაგალითად, თავის დროზე გაეროს წევრების უმეტესობას, ამერიკის თაოსნობით, გერმანიის (გდრ-ის) ორგანიზაციაში მიღება არ სურდათ, მაგრამ საბოლოოდ ორივე გერმანია მაინც გახდა გაეროს წევრი. დღესაც ამერიკა თავისი ჰეგემონიის პროექტის რესტავრაციას ისევ ცდილობს - ამჯერად სამიზნეს რუსეთი წარმოადგენს, უკრაინის მეშვეობით.


ავღანეთისა და ერაყის ომებმა, ისლამთან წათამაშებამ ბარაკ ობამას მმართველობის როს, სირიაში მმართველი რეჟიმის შეცვლის მცდელობამ მარცხი განიცადა. თანდათანობით, ამერიკული ჰეგემონიის დაცემის შედეგად რუსეთმა თავისი გავლენის არეალი გააფართოვა. გარდა ამისა, ამერიკული ეკონომიკის ნეოლიბერალურმა მოდელმა თავისი შესაძლებლობა ამოწურა, ჩინეთის სწრაფმა ზრდამ ვაშინგტონის ტახტი შეარყია.

ამჯერად ამერიკამ თავისებური კონცეფცია წამოაყენა - ერთი მხრივ, ლოზუნგი „დემოკრატიის კავშირი ავტოკრატიის წინააღმდეგ“, რაც პრაქტიკულად უკრაინის ომში ევროკავშირის ქვეყნების ჩათრევას ნიშნავს. მეორე მხრივ, ტაივანის მეშვეობით ამერიკა იაპონელების, სამხრეთ კორეელებისა და ავსტრალიელთა თვალში თავისი ლიდერობის ლეგიტიმურობას ახდენს ჩინეთის წინააღმდეგ. მოკლედ, ვაშინგტონს ახალი დასავლური ბლოკის შექმნა სურს - ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე.


უკრანის ომში ამერიკა კიევის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ინიციატივებს იჩენს. ქვემეხების, ტყვიამფრქვევების, მსუბუქი პოსტატული და მძიმე საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიცემის შემდეგ ტანკებისა და თვითმფრინავების რიგიც დადგა. თეთრი სახლი უკრანის ომის მიმართ თავის მოქმედებით ცეცხლზე ნავთს ასხამს და მის ესკალაციას ახდენს. ამერიკა ცდილობს უკრაინის ფრონტზე ნატოსა და რუსეთის შეტაკება გააღრმავოს. ვაშინგტონის საბოლოო მიზანს რუსეთის ტოტალური დამარცხება წარმოადგენს.


მაგრამ რა ხდება რეალურად? აშშ-სა და ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ახალ-ახალ სამხედრო შეკვეთებს იღებს. თავის მხრივ, რუსეთიც ავითარებს თავის სამხედრო-ტექნიკურ პოტენციალს. გამოცდილი ინდოელი დიპლომატი  მელკულანგარ ბადრაკუმარი აღნიშნავს: „უკრაინის კონფლიქტის ერთ-ერთი შედეგი ის იქნება, რომ რუსეთის არმია, დასავლეთის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ომიდან ისეთი გაძლიერებული გამოვა, როგორიც თავის დროზე წითელი არმია გამოვიდა. აშშ-მა და ევროპამ ჯერ-ჯერობით ეს ვერ გააცნობიერეს“.


დასავლეთის გეგმები რუსეთის დამარცხებას გულისხმობს, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მარცხის შემდეგ რუსეთი ყირიმს დატოვებს, მოსკოვში ხელისუფლება შეიცვლება და დასავლეთი რუსეთის რესურსების გამოყენებას შეძლებს?


რუსეთი ისეთი ქვეყანაა, რომელიც საბრძოლო ტექნიკის დიდ არსენალს ფლობს. რუსეთის არმიას სატანკო ბრძოლების დიდი ტრადიციები აქვს, ის შეიარაღებულია ჰიპერბგერითი რაკეტებით, ელექტრომაგნიტური იმპულსის მქონე იარაღით, ბალისტიკური და ტაქტიკური ბირთვული რაკეტებით, წყალქვეშა ნავებით, კოსმოსური თანამგზავრების გამანადგურებელი იარაღით... იმის მოლოდინი, რომ რუსეთი დამარცხებას შეურიგდება, ხოლო მისი უახლოესი მოკავშირე ჩინეთი უარს იტყვის თავის შორს მიმავალ გეგმებზე, ძალზე არარეალური და სახიფათო მოლოდინია, რაც მთელი პლანეტის ცივილიზაციას გაქრობამდე მიიყვანს.

კატატროფის სცენარში ევროპის, იაპონიის, ავსტრალიის, სამხრეთ კორეისა და ინდოეთის ჩართვა ძალიან ძნელია. ასე რომ, ამერიკულ ჰეგემონიას დიდი დღე არ უწერია.

წყარო: https://www.cumhuriyet.com.tr/yazarlar/ergin-yildizoglu/ukraynada-imkansizi-zorlamak-2026403

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ