დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"უკრაინის გამარჯვების შემდეგ, რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხეს მოვხსნით საქართველოსა და მთელ ევროპაშიც" 03.02.2023 20:34

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხეს მოიხსნება საქართველოსა და მთელ ევროპაში. ამის შესახებ განცხადება ბორის ჯონსონმა აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლის დროს გააკეთა.

 

„როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, როდესაც პუტინს უკან გადაისვრიან, ჩვენ მოვხსნით რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხეს საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენ სიცხადეს შემოვიტანთ და დავამყარებთ სტაბილურობას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, ჩვენ ბოლოს მოვუღებთ საბედისწერო ორაზროვნებას, რომელმაც უბიძგა პუტინს კატასტროფული შეცდომისკენ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

 

მისივე თქმით, დასავლეთი თუ კიევს არ დაეხმარება, მაშინ პუტინი დარჩება საფრთხედ ყველა ზემოაღნიშნული ქვეყნისა და რეგიონისთვის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ