დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

აშშ უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს 04.02.2023 10:34

პენტაგონის პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ პატრიკ რაიდერის განცხადებით, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენებს GLSDB ჭურვებს, რომელიც აშშ-ის მიერ დაანონსებულ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის.

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი გამართულ პრესკონფერენციაზე პატრიკ რაიდერს დაუსვეს შეკითხვა, არის თუ არა GLSDB ჭურვების მიწოდების მიზანი ის, რომ უკრაინამ ისინი ყირიმში მოწინააღმდეგის ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენოს, რადგან აღნიშნულ ჭურვებს ამის პოტენციალი აქვს.

 

„დიახ, ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში ჩვენ უკრაინას მივაწვდით GLSDB ჭურვებს. ეს მათ აძლევს უფრო შორ მანძილზე მოქმედების უნარს და შესაძლებლობას, რომ განახორციელონ ოპერაციები თავიანთი ქვეყნის დასაცავად და დაიბრუნონ სუვერენული ტერიტორიები, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რაც შეეხება უკრაინის გეგმებს ოპერაციებზე, ცხადია, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ამაში ისინი არიან მთავარი“, - აღნიშნა პატრიკ რაიდერმა.

 

მისი თქმით, უკრაინის მომავალ პოტენციურ ოპერაციებზე საუბარს ან სპეკულირებას არ აპირებს.

 

„ჩვენ მათთან ვმუშაობთ, რათა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ბრძოლის ველზე ეფექტურები იყვნენ“, - აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა.

 

შეგახსენებთ, ამავე ბრიფინგზე პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ახალ პაკეტში სხვადასხვა შეიარაღებასა და საბრძოლო მასალასთან ერთად მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების ჭურვებიც შევა, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს შეადგენს. კერძოდ, საუბარია Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB) ჭურვებზე.

 

აშშ კი, უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე გამოაცხადა.

 

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მთლიანი ღირებულება 2.175 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

 

“დახმარების დღევანდელი პაკეტი საჰაერო თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სისტემებს შეიცავს, რომლებიც დაეხმარება უკრაინას თავისი ხალხი დაიცვას, ასევე დაჯავშნილი მანქანები და დამატებითი აღჭურვილობა, მათ შორის Javelin ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, საარტილერიო საბრძოლო მასალა და რაკეტები HIMARS სისტემებისთვის”, - თქვა რაიდერმა.

 

ახალ პაკეტში 181 დაჯავშნილი მანქანა, საშუალო რადიუსის მოქმედების HAWK-ის ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 4 საჰაერო დაზვერვის რადარი, 20 რადარი, საზენიტო ქვემეხები და მათთვის საბრძოლო მასალა შევა.

 

ამას გარდა, აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს Javelin-ის 250 ერთეულს, 155 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, ნაღმმტყორცნების 120 მმ კალიბრის ნაღმებს და 190 მძიმე ტყვიამფრქვევს.

 

რაიდერმა დაადასტურა, რომ სამხედრო დახმარების აღნიშნულ პაკეტში მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების ჭურვებიც შევა, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს შეადგენს.

 

კერძოდ, საუბარია Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB) ჭურვებზე.

 

“პაკეტის ფარგლებში უკრაინას GLSDB-ს მივაწვდით. ეს მათ საშუალებას მისცემს უფრო დიდი საბრძოლო სიშორე მოიპოვონ და საშუალებას მისცემს საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის ოპერაციები აწარმოონ და დაიბრუნონ სუვერენული ტერიტორიები, რომელთა ოკუპაციაც რუსეთმა მოახდინა”, - თქვა რაიდერმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ