დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"სააკაშვილის გუშინ მიღებულმა საკვების რაციონის კალორაჟმა მოიმატა"- ზურაბ ჩხაიძე 04.02.2023 15:29

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონი შედარებით გაფართოვდა.


„ტემპერატურა საღამოს 37,2 აღენიშნებოდა, დღეს, 37,3 აღენიშნება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მან კვების რაციონი შედარებით გააფართოვა. მე არ ვიცი, ვინ რას გეტყვით თქვენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაციონი უფრო გაფართოვდა და იმედია, ეს ასე გაგრძელდება, თუ ე.წ. გარე ძალები კიდევ არ ჩაერევიან და თუ დაგვაცდიან პაციენტთან მუშაობას. გუშინ მიღებულმა საკვების რაციონის კალორაჟმა მოიმატა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

კითხვაზე, აღნიშნული საკვები სააკაშვილის ოჯახმა მიიტანა თუ არა, კლინიკური დირექტორი დადებით პასუხს სცემს.

 

„დიახ, ოჯახი ყოველთვის დაინტერესებულია მისი მდგომარეობით და ყველაფერს შეასრულებს, რასაც ეტყვის პაციენტზე მართლა მზრუნველი ექიმი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობა აინტერესებს. ჩემი დიდი პატივისცემა ოჯახს, ეს შემიძლია გითხრათ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ