დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ეროვნული ბიბლიოთეკაში კუკური მეტრეველის წიგნის - „ჯავახეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი“ გამოცემის წარდგენა გაიმართა 09.02.2023 17:02

9 თებერვალს, 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, კუკური მეტრეველის წიგნის, „ჯავახეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი“ – გამოცემის წარდგენა და პრეზენტაცია გაიმართა.

 

როგორც "ჯორჯიან თაიმსისთვის" გახდა ცნობილი, წიგნში მოცემულია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის – ჯავახეთის ისტორია, უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე; მოთხრობილია რეგიონის უნიკალური გეოგრაფიული ლანდშაფტის თავისებურებებისა და ხელოვნების ძეგლების შესახებ; აგრეთვე რეგიონში განვითარებული სასოფლო-სამეურნეო დარგებისა და ადგილობრივ ჯავახთა მძიმე ისტორიული ყოფის თაობაზე.

 

მიმოხილვითი ნაშრომი სამეცნიერო-პოპულარული ხასიათისაა და განკუთვნილია როგორც საქართველოს ისტორიის მკვლევართა, ისე დაინტერესებული საზოგადოების ფართო წრისათვის. გამოცემა უხვად ილუსტრირებულია ჯავახეთის ზღაპრული სილამაზის პეიზაჟებითა და არქიტექტურული თუ ეთნოგრაფიული ნიმუშების ფოტოებით.

 

“ნათქვამია, ჯავახეთი ოთხმოცჯერ დაიწვა და ოთხმოცდაათჯერ აღდგაო, მკვდრეთით” - აღნიშნავს პუბლიცისტი და მკვლევარი კუკური მეტრეველი, რომელმაც ჯავახეთის ისტორია, უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე, ერთ წიგნად შეკრა.  

 

#კუკურიმეტრეველი #ჯავახეთი

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ