დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

12 თებერვალს ეკლესია აღნიშნავს სამი დიდი მღვდელმთავრის ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის და გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენებას. 12.02.2023 12:23

12 თებერვალს ეკლესია აღნიშნავს სამი დიდი მღვდელმთავრის ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის და გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენებას. კონსტანტინეპოლში დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იმის თაობაზე, თუ ვისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა სამი მღვდელმთავრიდან: ერთნი ბასილი დიდს აყენებდნენ უფრო მაღლა, მეორენი - გრიგოლ ღვთისმეტყველს , სხვები კი - იოანე ოქროპირს. ამ მიზეზით ქრისტიანებს შორის განხეთქილება წარმოიშვა.
ღვთის ნებით,
1084 წელს სამივე მღვდელმთავარი ერთად ეჩვენა მიტროპოლიტ იოანეს და განუცხადეს, რომ თანასწორნი არიან უფლის წინაშე და უბრძანეს ერთ დღეს დაეწესებინათ მათი ხსენება.
ტროპარი: ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
კონდაკი: სამთა უპირატესთა და უდიდესთა მნათობთა, სამ-მზეობისა ღმრთაებისათა, რომელთა ყოველი სოფელი შარავანდედითა დოღმატთა საღმრთოთა განანათლებს და თაფლთ-მწოლვარითა მდინარითა სიბრძნისათა, ყოველი სოფელი ცნობისა ღმრთისა ნაკადულითა მორწყეს, ბასილის დიდსა და ღმრთისმეტყველსა გრიგოლის თანა იოანეს ენა ოქროვან წოდებულსა ყოველნი, რომელი სიტყვათა მათთა ტრფიალთ-ვართ, მოვედით თანად და გალობად პატივს ვსცემდეთ მათ, რამეთუ ესენი ყოვლადწმინდასა სამებასა ჩვენთვის მარადის ევედრებიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ