დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს 17.03.2023 09:11

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე  დაკარგული 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.

 

არსებული ინფორმაციით, მოზარდი სახლიდან გვიან საღამოს გავიდა, რის შემდეგაც ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო.



სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.



თვითმხილველთა თქმით, მოზარდი ბოლოს სკვერში საქანელაზე შენიშნეს, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ ის ერთ-ერთ ავტოფარეხში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს.



არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება.



სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.


როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ , მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ