დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ბორჯღალოსნები პირველ ტაიმში პორტუგალიის ნაკრებთან დაწინაურდნენ 20.03.2023 00:26

19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში, ბორჯღალოსნები პირველ ტაიმში 12-11 პორტუგალიის ნაკრებთან დაწინაურდნენ.

1989 წლიდან, ანუ პირველი საერთაშორისო მატჩიდან (ზიმბაბვესთან) დღემდე, "ბორჯღალოსნებს" არცერთ ფინალში არ უთამაშიათ, იმ მიზეზით, რომ მსგავსი ფორმატით არცერთი ტურნირი არ ტარდებოდა, გარდა მსოფლიო თასისა, რომლის ფინალშიც ჯერ არ გავსულვართ.

რაგბი ევროპამ ჩემპიონატის ფორმატი, რომელიც აქამდე 14-ჯერ გვაქვს მოგებული, წელს შეცვალა და ისე მოხდა, რომ ფინალშივე შეგვიძლია ტურნირზე მე-100 გამარჯვების (118 მატჩში) მოპოვება. ამასთან, საქართველო დაუმარცხებელი მატჩის სერიას 29-მდე გაზრდის და თავისივე რეკორდს მოხსნის, რომელიც 2012-2017 წლებში დაამყარა (28 მატჩი – 27 მოგება და 1 ფრე).

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ