„რუსეთი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს, თუ კოლექტიური დასავლეთი კიევს ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღს მიაწვდის“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პუტინის მუქარა ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის მოადგილის, ანაბელ გოლდის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ კიევში „ჩელენჯერ 2“-ის საბრძოლო ტანკების ესკადრილიის გაგზავნის გარდა, ლონდონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე გადასცემს საბრძოლო მასალას, მათ შორის ჯავშანსატანკო ჭურვებს, რომლებიც ურანს შეიცავს.
ცნობისთვის, მსგავსი ტიპის ჭურვები აშშ-მა იუგოსლავიის დაბომბვისა და 2003 წელს ერაყში შეჭრის დროს გამოიყენა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ურანის მტვერი რადიოაქტიური, უკიდურესად ტოქსიკური და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge