დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსისთვის საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა დაშვებული იქნება 22.03.2023 11:15

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე ისაუბრა. დედაქალაქის მერმა აქცენტი იმ ცვლილებაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც ტაქსისთვის საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა დაშვებული იქნება.

 

„მოგეხსენებათ, 20 მარტს დასრულდა A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას. პირველი აპრილიდან ამოქმედდება taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვერსია, რომელიც ელექტრონულად მოემსახურება ტაქსის ნებართვების ბრუნვას ბაზარზე, როგორც გაყიდვას, ისე იჯარით გაცემას. იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, ვისზეც პირველ აპრილს გაიცემა A კატეგორიის უვადო ნებართვები, გასცდა 35 000-ს.

 

ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე იქნება. ამავე დროს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსისთვის დაშვებული იქნება საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა. ეს ცვლილება თბილისის საკრებულომ უკვე მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრის აყვანისთვის ან ჩამოსმისთვის (და არა მოძრაობისთვის) არ დაჯარიმდებიან“, - განაცხადა მერმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ