დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაოების დაახლოებით 70% შესრულებულია" - კახა კალაძე 22.03.2023 11:20

ვიცი, რომ ბევრი ინტერესდება, როდის დასრულდება რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის პროექტი. გაცნობებთ, რომ უკვე შესრულებულია სამუშაოების დაახლოებით 70% და მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის პროექტი დაიწყო 2012 წლის ზაფხულში, როდესაც თბილისის მერიასა და კომპანია „დოპელმაიერს“ შორის დაიდო შესაბამისი ხელშეკრულება. საბაგიროს თავდაპირველ ლოკაციაში და შესაბამისად პროექტში 2012-2016 წლებში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მობინადრეთა განსახლება. სამწუხაროდ, მოსახლეობასთან შეუთანხმებლობა პროექტის შეჩერების მიზეზი გახდა. ამ და სხვა პრობლემების გამო, საერთო ჯამში პროექტი შეჩერებული იყო 9 წლის განმავლობაში.

 

2017 წელს თბილისის მერიაში ჩემი გუნდის მოსვლის დღიდან დავიწყეთ აქტიური მუშაობა პროექტის განახლების მიზნით. რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, 2020 წელს მოხერხდა უკლებლივ ყველა მოსახლესთან განსახლების პირობების შეთანხმება და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება, რამაც საშუალება მოგვცა დაგვეწყო საჭირო საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოები.

 

საინჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე ხელშეკრულება განახლდა კომპანია „დოპელმაიერთან“ 2020 წლის ბოლოს, ხოლო სამშენებლო სამუშაოებზე დადგენილი წესით დაიდო ხელშეკრულება 2021 წლის აპრილში. პროექტის მთლიანი ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 39 მლნ ლარს. ეს თანხა ითვალისწინებს როგორც განსახლების, ასევე საპროექტო, საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოების ღირებულებას“, - აცხადებს კალაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ